როგორ შევქმნათ თანამედროვე სამზარეულო? 2024 წლის ტენდენციები

როგორ შევქმნათ თანამედროვე სამზარეულო? 2024 წლის ტენდენციები
სამზარეულო სახლში ყველაზე ფუნქციონალური სივრცეა. ამიტომ ის თანამედროვე და პრაქტიკული უნდა იყოს. ახლა კი გავიგოთ როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამზარეულო 2024 წლის ტენდენციების გათვალისწინებით.

    ხის ტონები 2024 წლის პოპულარული არჩევანია. მისი მრავალგვარი და დახვეწილი ექსპრესიის წყალობით, მიიღწევა ჰარმონიული სკანდინავიური სტილის სამზარეულოს ინტერიერი. სამზარეულოს ზედაპირის დამზადება შესაძლებელია ფოლადის უჟანგავი მასალით, ხოლო სათავსოებისთვის უმჯობესია გამოვიყენოთ მუქი ხის იერი. მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოს ინტერიერში მუქი ხის ფაქტურა ძვირადღირებული სიამოვნებაა, ის მაინც ყოველწლიურად უფრო აქტუალურია. წელს კი ტრენდულ სამზარეულოს დიზაინში პირველი ადგილი დაიკავა.




     ასევე არანაკლები პოპულარობით სარგებლობს წელს თბილი მდუმარე ფერები. ასევე მოთხოვნადია ხის კარადები და სპილენძის ონკანები. სულ უფრო აქტუალური ხდება თამამი და მდიდარი ფერები, როგორიცაა მუქი მწვანე, მუქი ლურჯი და შავიც კი, რომლებიც ამ წელს დიდ თუ პატარა სამზარეულოებში პოპულარობას მოიპოვებენ. ფერების სიმრავლე ბევრისთვის პოზიტიურ განწყობასთან ასოცირდება, სამზარეულო არის სივრცე სადაც ვიწყებთ დღეს, ვმასპინძლობთ მეგობრებს ან უბრალოდ ვპოულობთ სიმყუდროვეს.

წყარო
https://sheniekimi.ge/supra/samzareulo/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის