"ძალიან მინდა წავიდე ბანკეტზე, 4 ივნისს აქვთ, მაგრამ... ოჯახს ვეღარ ვეუბნები, ცოტა ხომ არ დაჯდება"


20 მაისს საჯარო სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

ამ დღეს დიდი ოვაციებით შეხვდნენ ბავშვები. იყო ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, უამრავი კეთილი სურვილი, ცეკვა-სიმღერა, ხალისი და დამშვიდობება თვალცრემლიან მასწავლებლებთან. ბოლო ზარი ხომ ერთდროულად სიხარულიც არის და გულისწყვეტაც. გული გწყდება, რადგან ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, მასწავლებლებს და იმ კედლებს, სადაც 12 წელი გაატარე. თუმცა ამავდროულად გიხარია, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამ. ამ დღეებში ქუჩებშიც განსაკუთრებული სიხალისე იგრძნობა. გადამდებია თეთრპერანგიანი გოგო-ბიჭების ჟრიამული და ხალისი. სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია, აქედან იწყებ ახლის შეცნობას.

როგორც გაირკვა, წელს რამდენიმე საჯარო სკოლას მხოლოდ ერთი მეთორმეტეკლასელი ჰყავდა, მაგრამ იქაც, როგორც სხვაგან, დიდი მხიარულება იყო. ამ ბავშვებს ეს დღე პედაგოგებმა და სკოლის სხვა კლასის მოსწავლეებმა გაულამაზეს.

ასე იყო ხონში, სოფელ გუბის საჯარო სკოლას 2023-2024 სასწავლო წელს ერთი კურსდამთავრებული ჰყავს. ანა აბზიანიძეს განსაკუთრებულად მიულოცეს ეს დღე პედაგოგებმა.

photo-1716884695.jpg

"გუბის საჯარო სკოლა ერთადერთმა და განსაკუთრებულმა მოსწავლემ დაასრულა. გილოცავთ, ანა, ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას და სკოლის დასრულებას. წარმატებულ მომავალს გისურვებთ!" - დაწერა სკოლის "ფეისბუკ"-გვერდზე სკოლის დირექტორმა. როგორც გავარკვიეთ, ანა (ანანო) აბზიანიძე ბებიასა და ბაბუასთან ერთად სოფელ გუბში ცხოვრობს.

- გუბის საჯარო სკოლის დამამთავრებელ კლასში მარტო მე ვიყავი. ამ სკოლაში მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ წამოვედი. მადლობა ჩემს პედაგოგებს, სკოლის დირექტორს და ყველას, რომ ამდენი სითბო და სიხარული მაჩუქეს. ჩემი ოჯახი დიდ ჯიხაიშში ცხოვრობს. მანამდე მეც დიდი ჯიხაიშის საჯარო სკოლაში დავდიოდი და 9 კლასი იქ დავამთავრე. ის სკოლა 9-წლიანია და მისი დამთავრების შემდეგ მომიხდა სოფელ გუბში, ბებიასა და ბაბუასთან წამოსვლა. დიდ ჯიხაიშში ბევრი თანაკლასელი მყავდა და კარგი წლები გავატარე მათთან ერთად. მინდა თითოეულს მივულოცო სკოლის დამთავრება და სურვილების ასრულება ვუსურვო ცხოვრების ახალ გზაზე. სკოლა იმიტომ გამოვიცვალე, რომ პრობლემები იყო ოჯახში. სრულად
https://sheniekimi.ge/ganatleba/%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%99/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის