
ინტერტრიგო (დაოდვილობა) – კანის ნაკეცების დაზიანება. განსაკუთრებით გავრცელებულია მსუქან და ჩვილ ბავშვებში. დაზიანება გვხვდება ზრდასრულებშიც, კერძოდ ქალებში მკერდის ქვეშ ნაკეცებში.
გამოყოფენ დაზიანების რამოდენიმე ფორმას:
· მსუბუქი (მცირედი სიწითლე, კანის დაზიანების გარეშე);
· საშუალო (სიწითლე, კანის ეროზია);
· მძიმე (მკვეთრი სიწითლე, წყლულების გაჩენა).
მიზეზები
დაოდვილობის მიზეზებია:
· კანის ინფექცია;
· ალერგიული რეაქცია;
· ჰიგიენის ნორმების დარღვევა;
· ძლიერი ოფლდენა;
· შარდის შეუკავებლობა;
· ბუასილი;
· უხარისხო საფენები;
· დაბანის შემდეგ ნაკეცების არასათანადო გამშრალება.
სიმპტომები
· სიწითლე;
· კანის საფარის მთლიანობის დარღვევა;
· კანის დახეთქვა;
· ქავილი;
· წვა.
დიაგნოსტიკა
დაოდვილობის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა იმ ადგილების საგულდაგულოდ დათვალიერება, სადაც აღნიშნული კანის დაზიანება ლოკალიზდება. თუ აღინიშნება სიწითლე, საჭიროა სასწრაფოდ მკურნალობის დაწყება.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· მიზეზების აღმოფხვრა – სისველე და წმენდა;
· კანის ნაკეცების ანტისეპტიკური ხსნარით დაბანა;
· გვირილას ან სალბის აბაზანების მიღება;
· ჰაეროვანი აბაზანები;
· ტალკის გამოყენება;
· დაოდვილობის საწინააღმდეგო მალამოების გამოყენება;
· ხარისხიანი შიდა თეთრეულის ტარება.
დაავადების მკურნალობას ადგენს პედიატრი, გამომდინარე კანის ანთებით პროცესის სირთულიდან.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურების ჩატარება;
· ჰიგიენის საშუალებების გამოყენება;
· ჯანსაღი საკვების მიღება, რომელიც არ იწვევს ალერგიას;
· მოსახერხებელი სამოსის ტარება;
· ბავშვის მოვლის ყველა წესის დაცვა.
https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90/
Comments
Post a Comment