სანდო თუ სახიფათო რძე და რძის პროდუქტები !!

სანდო თუ სახიფათო რძე და რძის პროდუქტები !!
რძე და რძის ნაწარმი რომ სასარგებლოა, აღარავინ დავობს. ამ პროდუქტებით განსაკუთრებით მდიდარი უნდა იყოს ბავშვის რაციონი, რადგან მათში უხვადაა ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, A, B1, B2, PP ვიტამინები... რძის ენერგეტიკული ღირებულება უმეტესად 58 კილოკალორიას უტოლდება, დამუშავებული, ცხიმგაცლილი ნაწარმისა კი არ აღემატება 20-ს.

რაც შეეხება სოფლის რძეს- რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ცოცხალი და ჯანსაღი პროდუქტია, მაგრამ მისი შეძენისას დანამდვილებით უნდა იცოდეთ, რომ ძროხა ჯანმრთელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძროხის რძე ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალერგენია.



ქარხნულ რძეს რაც შეეხება- რძის ქარხნებს ხარისხის მართვის საკუთარი განყოფილებები აქვთ, რომლებიც პასუხს აგებენ პროდუქციის ვარგისობაზე. ქართულ საწარმოთა უმეტესობა ხარისხის სერტიფიკატის მფლობელია, რაც მოწმობს, რომ ისინი მართლაც ხარისხიან პროდუქციას უშვებენ. ბაზარზე რამდენიმე სახეობის რძე იყიდება. მათ ერთმანეთისგან უმთავრესად ცხიმიანობის მაჩვენებელი განასხვავებს. საქართველოში უფრო მაღალია მოთხოვნა ნატურალურთან მიახლოებულ ქარხნული წარმოების რძეზე, რომლის ცხიმიანობა 3,8%-მდეა.

რძე და რძის ნაწარმი აუცილებელია ძვლოვანი სისტემის, კბილებისა და თმის სიჯანსაღისთვის, კუჭ-ნაწლავის გამართული ფუნქციობისთვის, ასე რომ, ისინი აუცილებლად ჩართეთ თქვენს რაციონში.

წყარო
https://sheniekimi.ge/supra/rdze/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის