მოამზადეთ ქათმის სალათი ბულგარული წიწაკით

მოამზადეთ ქათმის სალათი ბულგარული წიწაკით
ინგრედიენტები:

- 1 კგ ქათმის ფილე


- 4  ღერი მწვანე ხახვი


- ნახევარ-ნახევარი კონა ოხრახუში და კამა


-  1 ც წითელი ბულგარული წიწაკა


- 250 გრ მაიონეზი


- შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების მეთოდი:

ქათმის ფილეს მოვხარშავთ და პატარ-პატარა ზომებად დავჭრით. მწვანე ხახვს წვრილად დავჭრით. აგრეთვე კამასა და ოხრახუშაც დავჭრით და ხორცთან ერთად ავურევთ. წითელ ბულგარულ წიწაკას წვრილად დავკუწავთ. მარილსა და პილპილს მოვაყრით. ბოლოს მაიონეზს მოვვასხამთ.
https://sheniekimi.ge/supra/qatmis-salati-2/

Comments