მოამზადეთ ჯანსაღი და გემრიელი საუზმე - შვრიის ბლინები

მოამზადეთ ჯანსაღი და გემრიელი საუზმე - შვრიის ბლინები

ეს უგემრიელესი შვრიის ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ ხილის სალათასთან ერთად, ძალიან უხდება იოგურტი, არაჟანი ან მაწონი. კარგი იქნება თუ გამოცხობის დროს ჩაამატებთ კენკრას, ჩააჭრით ბანანს ან ჩაახეხავთ ვაშლს, ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.




ინგრედიენტები:



2 კვერცხი


100 გ ხაჭო


50 გ შაქარი


1 ს.კ არაჟანი


60 გ შვრია, სწრაფად მოსამზადებელი


1 ჩ.კ გამაფხვიერებელი (ან სოდა+ძმარი)


1 ჩ.კ ლიმონის ცედრა


1.5 ს.კ ფქვილი


½ ჭ  კენკრა, გაყინული ან ცოცხალი (სურვილისამებრ)

მომზადების მეთოდი:




კვერცხი, ხაჭო, შაქარი და არაჟანი კარგად ავურიოთ ხელის სათქვეფით. დავამატოთ ცედრა და გამაფხვიერებელი, შემდეგ ფქვილი და ბოლოს შვრია.




მზა ცომს დავამატოთ კენკრა და გამოვაცხოთ ორივე მხრიდან, გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე, დაბალ  ცეცხლზე.




ბლინების მომზადებისას ნებისმიერი ინტერპრეტაცია დასაშვებია.


https://sheniekimi.ge/supra/shvriis-blinebi/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის