
ინგრედიენტები:
- ხორცი - 2 კილოგრამი
- ხახვი - 0,5 კილოგრამი
- ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
- ზაფრანა - 1 ჩაის კოვზი
- ხმელი ქინძი - 1 ჩაის კოვზი
- ნიორი - 2-3 თავი
- მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადების მეთოდი:
დავჭრათ მსუქანი ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად (შეიძლება ძვლებიანადაც), დავასხათ წყალი ისე, რომ კარგად ფარავდეს და ვადუღოთ. დუღილის დროს ვეცადოთ მოვხადოთ ქაფი. ნახევრად მოხარშულ ხორცს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წმინდად დანაყილი ნიგოზი შეზავებული ზაფრანით, ხმელი ქინძით, შავი პილპილით და მარილით. ქურიდან გადმოდგმისას კი დავამატოთ დანაყილი ნიორი.
https://sheniekimi.ge/supra/atcharuli-kerdi-iakhni/
Comments
Post a Comment