როგორ შევინახოთ სეზონური ხილი

როგორ შევინახოთ სეზონური ხილი
სეზონური ხილი ძალიან ცოტა ხნით ხარობს წლის განმავლობაში ამიტომ სწორია, მასზე მალევე ვიზრუნოთ და თუ შენახვას გადავწყვეტთ სწორად შევინახოთ.

თითოეული სეზონური ხილი, როგორც წესი, მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, რათა შეინარჩუნოს პირვანდელი გემო. გაგიზიარებთ ხილის შენახვის რამდენიმე მნიშვნელოვან საფეხურს, რომელიც დაგეხმარებათ შეინახოთ საყვარელი ხილი მთელი სეზონის ან წლის განმავლობაში:

ალუბალი

ალუბალი უგემრიელესი კენკრაა, რომელიც ყველას უყვარს. სეზონის განმავლობაში აუცილებელია მოვათავსოთ მაცივარში, თუ იმავე დღეს არ ვაპირებთ მირთმევას. ალუბალი კარგად იყინება და შეგიძლიათ დიდი რაოდენობით გაყინოთ რათა მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ნამცხვარში ინგრედიენტად გამოიყენოთ.

მარწყვი

მარწყვი ყველასათვის საყვარელი ხილია. შენახვისას აუცილებელია ისინი ქაღალდის პირსახოცში შევფუთოთ, რათა შთანთქოს ტენიანობა.



ატამი

არსებობს ატმის ადრეული ჯიშები, რომელიც მწიფდება აპრილ-მაისში. ისინი განაკუთრებით კარგია გასაყინად და შესანახად. ატამი კარგად უნდა გაირეცხოს, გაითალოს და გაშრეს, რომ მაცივარში გაყინვისას არ გაფუჭდეს. შეინახეთ ისინი ერთმანეთისგან დაშორებით საყინულის ხილის განყოფილებაში.

იმედი გვაქვს ეს რჩევები სეზონური ხილის მომარაგებაში დაგეხმარებათ. მანამდე კი გისურვებთ ბედნიერ და თბილ ზაფხულს.

 

წყარო
https://sheniekimi.ge/supra/xili/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის