ქართული ვაზის ძირითადი ჯიშები გავ­რცე­ლების მიხედვით

ქართული ვაზის ძირითადი ჯიშები გავ­რცე­ლების მიხედვით
ქართული ვაზის ძირითადი ჯიშები გავ­რცე­ლების მიხედვით

თეთრყურძნიანი:


რქაწითელი – კახეთი


კახური მწვანე – კახეთი


ხიხვი – კახეთი


წულუკიძის თეთრა – რაჭა


გორულა მწვანე – ქართლი


სუფრის მწვანე – ქართლი


ჩინური – ქართლი


ცოლიკაური – იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი


ციცქა – იმერეთი


კრახუნა – იმერეთი


წითელყურძნიანი:


საფერავი – კახეთი


ალექსანდრიული – ქვემო რაჭა


უსახელაური – ლეჩხუმი


ოჯალეში – სამეგრელო


ჩხავერი – გურია


ადესა – გურია, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, ქართლი, კახეთი


ალადასტური – გურია, იმერეთი


რქაწითელი – საქართველოს უძველეს ჯიშ­თა ჯგუფს ეკუთვნის, კახეთის ვენა­ხების თი­თ­ქმის 70% რქაწითლისაგან შედგება. ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში უხვმოსავლიანობით ხასიათდება. მტევანი საშუალო სიდიდის, ხშირ შემთხვევაში, ცი­ლინდრული ფორმისაა. მარცვალი საკმაოდ თხელკანიანია. სრული მწიფობის პერიოდში მარცვალი მომწვანო-ყვითელ ფერს იღებს, წვნიანი და მეტად სასიამოვნო ტკბილი, ოდნავ მომჟავო გემოთი.


რქაწითლის ღვინოს აქვს ყველა ის ჰარმო­ნიული თვისება, რაც უნდა ახასიათებდეს მა­ღალხარისხოვან სუფრის ღვინოს, ამასთანა­ვე, ის ტრანსპორტაბელურია და დიდ­ხანსაც ინახება.


რქაწითლის ყურძენი საუკეთესოა, როგორც სასუფრეც; კახეთის პირობებში სრულ მწიფობაში სექტემბრის შუა რიცხვებიდან შედის.


კახური მწვანე – ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშ­თაგანია. თბილი ზომიერი ჰავის პირობებში და არაგადამეტებულ მშრალ ნიადაგურ რაიონებში კარგი მოსავლიანობით ხასიათდება.


მტევანი ფორმით კონუსისებური, ფრთიანი და უფრო ხშირად თხელია; მარცვალი თხელკანიანია, წვნიანი, მეტად სასიამოვნო ტკბილი გემოთი.


კლიმატური პირობების მიმართ კახური მწვა­ველის ხანაში სინაზესთან ერთად მეტად სასიამოვნო ბუკეტს ივითარებს. კახეთის პირობებში ყურძენი სრულ მწიფობაში სექტემბრის შუა რიცხვებიდან შედის.


გორულა მწვანე – ძვირფასი საღვინე ჯიშია. ვაზი ღონიერი ზრდითა და საშუალო მოსავლიანობით ხასიათდება.


მტევანი დიდი ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ფორმით განიერკონუსისებური და გ­ანტოტვი­ლია, მარცვალი -ოდნავ ოვალური, თხელკანიანი, მკვრივი. სრულ მწიფობაში მომწვანო ფერისაა მოყვითალო ელფერით; რბილობი წვნია­ნია, სასიამოვნოდ ტ­კბილი. მას ფართოდ იყენებენ მაღალხარისხოვანი შუშხუნა („შამპანური“) ღვი­ნოების დასამზადებლად.


ეს ჯიში ძირითადად გავრცელებულია გორისა და კასპის რაიონებში, გვხვდება აგრეთვე ხაშურის, დუშეთისა და ცხინვალის რაიონებში.


ჩინური – თავიდანვე იცოდეთ, რომ ამ ჯიშს ჩინეთთან არავითარი კავშირი არა აქვს. მისი სახელი წარმოდგება სიტყვა „ჩინებულიდან“. საქართველოში, რაც საუკეთესო იყო, ჩინებულს უწოდებდნენ.


ეს ჯიში მართლაც ჩინებულია საღვინე და სა­შამპანურე მასალად. ვაზი ძლიერი ზრდი­თა და უხვმოსავლიანობით ხასიათდება. მტე­ვანი მოგ­რძო ცილინდრული, ზოგჯერ ცილინ­დრულ-კონუსისებურია, საკმაოდ კუმსი. მარცვალი თხელ­კანიანია, ხორციანი, წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის პირველი ნახევრიდან.


ჩინური ჯიში საუკეთესო სასუფრე ყურძნადაც ითვლება.


საფერავი – წითელყურძნიან ჯიშებს შორის კახეთის ზონაში უპირველესია, სამეურნეო და­ნიშნულებით - მეტად ძვირფასი. ვაზი ღონიერი ზრდით ხასიათდება და სათანადოდ შერჩეულ ნიადაგურ პირობებში კარგ მოსავალს იძლევა.

ვაზის გრუნტში მყნობა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
https://sheniekimi.ge/sofeli/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%97%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%af/

Comments