რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის

იმას, თუ როგორია ჩვენი ჭამის ტემპი, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს ჯანმრთელობასა და წონაზე. იმისათვის რომ კუჭნაწლავმა საჭმლიდან შესაბამისი მაკრო (ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი) და მიკროელემენტები (ვიტამინი და მინერალი)აითვისოს, საკვების კარგად დაღეჭვა აუცილებელია. თუ ეს პროცესი დარღვეულია, ორგანიზმს უჭირს ნახევრად დაღეჭილი საკვებიდან საკმარისი „საწვავის“ სისტემაში გაშვება და ითხოვს მეტს. შედეგად ვიღებთ უფრო მეტ კალორიას და, რიგ შემთხვევაში, მეტ წონასაც. ნელი ჭამით ორგანიზმი იღებს ზუსტად იმდენს, რამდენიც სჭირდება, ხოლო ჩქარი ჭამით - საკმარისზე მეტს. 




 საჭმლის კარგად დაღეჭვით სხვა, დამატებით სარგებელსაც ვიღებთ, კერძოდ:







•    ნერწყვში შემავალი ფერმენტი (α-amylase) ამუშავებს ნახშირწლებს, დაახლოებით 20-25%-ს. ნელი ჭამით ჩვენს მომნელებელ სიტემას ამ საქმეს ვუმარტივებთ;


•    ვკმაყოფილდებით უფრო მცირე ოდენობის საკვებით და უფრო დიდხანს არ გვშივდება;


•    ჩქარი ჭამის დროს ვყლაპავთ ჰაერსაც, რაც შებერილობას იწვევს.




მარტივი რჩევა, როგორ მივეჩვიოთ ნელა ჭამას - დადეთ ჩანგალი/კოვზი ყოველი ლუკმის შემდეგ და ეცადეთ ერთ კვებას 15-20 წუთი დაუთმოთ.


ასევე, დაფიქრდით, რა გიშლით ხელს ნელა ჭამაში და ეცადეთ ხელისშემშლელი ფაქტორები ნელ-ნელა მოხსნათ.




 

 


წყარო


https://sheniekimi.ge/supra/chamis-sichqare/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ