რომელი თევზია საუკეთესო ბავშვის განვითარებისთის

რომელი თევზია საუკეთესო ბავშვის განვითარებისთის
მოგეხსენებათ, თევზი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ, რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის მიცემა და რომელი თევზია მდიდარი პატარას განვითარებისათვის საჭირო ნივთიერებებით.



თევზი შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ვიტამინებს, როგორიცაა A და D ვიტამინი, აგრეთვე მიკროელემენტებს, როგორიცაა სელენი, თუთია, ბრომი, იოდი. A ვიტამინი არის ვიტამინი, რომელიც მონაწილეობას იღებს ბავშვის განვითარებაში და ასევე მხედველობის ანალიზატორის, ანუ თვალის განვითარებასა და ფუნქციონირებაში. D ვიტამინი კი მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში, შესაბამისად ის წარმოადგენს რაქიტის საპროფილაქტიკო საშუალებას, რაც ორგანიზმის სისტემური დაავადებაა და იწვევს ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანებას. მიკროელემენტები მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტულ პროცესში, ნივთიერებათა ცვლაში, არიან ანტიოქსიდანტები. ასე რომ, თევზი შეიცავს სრულფასოვან ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის განვითარებისათვის. ცალკე უნდა გამოვყოთ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, ეს გახლავთ ნივთიერების ის ტიპი, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ბავშვის, მისი თავის ტვინის, თვალის, მხედველობის ჩამოყალიბებაში. იმდენად მნიშვნელოვანია მისი როლი ნერვული სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ, რომ მეორენაირად ამ ნივთიერებებს თავის ტვინის არქიტექტორებსაც კი უწოდებენ.

თევზი ინიშნება 8 თვის ასაკიდან კვირაში ერთ-ორჯერ, 70-80 გრამი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ თევზის მიღებას, რომელიც მდიდარია ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით. ასეთია მტკნარი წყლებიდან კალმახი, ზუთხისებრნი თავისთავად, ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია. მნიშვნელოვანია ის, რომ ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ზღვის და ოკეანის თევზებში უფრო დიდი რაოდენობით არის, ვიდრე მტკნარი წყლის თევზებში. დიდი როლი ენიჭება იმ თევზის მიღებას, რომელიც, ნაკლებად დაბინძურებულია.

წყარო
https://sheniekimi.ge/supra/tevzi-2/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის