რა ფერის ტუჩსაცხი უნდა მოიხმარონ 40+ ქალბატონებმა

რა ფერის ტუჩსაცხი უნდა მოიხმარონ 40+ ქალბატონებმა

თუ არ გსურთ მოხუც ქალს დაემსგავსოთ, მოერიდეთ გარკვეულ ფერებს 40 წელს გადაცილებული ქალბატონები




სტაფილოსფერი

40 წლის შემდეგ ასეთი პომადის ფერი სახეს არაჯანსაღ იერს ანიჭებს, გამოკვეთს ნაოჭებს თვალების ირგვლივ და ვიზუალურად "აყვითლებს" კბილებს.



რითი შევცვალოთ: ატმისფერი იდეალურია, ხოლო შავგვრემნებს და წითურებს შეუძლიათ ღია მარჯნისფერი აირჩიონ. გაითვალისწინეთ, რომ 40 წლის შემდეგ ატმისა და მარჯნისფერი პომადა უნდა იყოს გლუვი და არა პრიალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ რისკავთ ძალიან თინეიჯერულად გამოიყურებოდეთ.

მუქი ყავისფერი

40 წლის შემდეგ სახის კანი ნელ-ნელა ფერმკრთალი ხდება. მუქი ყავისფერი პომადა მხოლოდ გააძლიერებს ამ ეფექტს. ის თქვენს ტუჩებს უფრო ათხელებს, ვიდრე სინამდვილეშია.

რა შევცვალოთ: თუ არ გსურთ უარი თქვათ მუქ ჩრდილებზე, აირჩიეთ რუხი ყავისფერი. ეს ფერი ბეჟსა და ნაცრისფერს შორისაა, მაგრამ მოიცავს მეწამულ-ვარდისფერსაც. შეუხამეთ ფერები თქვენს ტანსაცმელსაც. მაგალითად, ჩაიცვით კრემისფერი და რძისფერი სამოსი.

მარგალიტისფერ-ვარდისფერი

მოციმციმე ბზინვარება არ გამოიყურება ლამაზად 50 წლის შემდეგ.

რა შევცვალოთ: შეარჩიეთ ვარდისფერი ნახევრად გლუვი ტექსტურით. ეს ფერი ყველა ქალს უხდება. პომადის წასმამდე არ დაგავიწყდეთ ტუჩებზე პრაიმერის წასმა. ეს ხელს შეუწყობს მათ დატენიანებას და ნებისმიერი არათანაბარი უბნების შევსებას.

წყარო
https://sheniekimi.ge/silamaze/%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a9%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%98/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის