როგორ მოვიშოროთ სახიდან შავი წერტილები

როგორ მოვიშოროთ სახიდან შავი წერტილები

კოსმეტოლოგთან რეგულარული ვიზიტი და შინაური მოვლა კანს სუფთას და მოვლილს გახდის.




გთავაზობთ ხელმისაწვდომი და ძალიან ეფექტური ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პრობლემის - სახიდან შავი წერტილების მოცილებაში.

ლიმონი + თაფლი + შაქარი

გაჭერით ლიმონი შუაზე, წაუსვით ცოტაოდენი თაფლი, მოაყარეთ 2 მწიკვი შაქარი. მიღებული ნატურალური სკრაბის სპონჟი აკურატულად წაისვით პრობლემურ ადგილებზე.

ვაზელინი - საკვების ცელოფანი

ეს მეთოდი აბაზანის მიღების შემდეგ უნდა გამოიყენოთ, როდესაც ფორები კარგად არის გახსნილი. წაისვით ვაზელინის ფენა პრობლემურ ადგილებზე, რომლებიც გაწმენდას საჭიროებს. დააფარეთ საკვების ცელოფანი და ცხელი პირსახოცი მანამ, სანამ არ გაცივდება. მოიცილეთ ვაზელინის ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით და ოდნავ მიაჭირეთ თითები შავ წერტილებს. ამგვარად, კომედონები იოლად გამოვა. გაიწმინდეთ კანი ბამბის დისკით და ლოსიონით. გაიმეორეთ პროცედურა თვეში 1-2-ჯერ.



დარიჩინი + შვრიის ფქვილი

შეურიეთ 1 ჩ.კ. შვრიის ფქვილი იმავე რაოდენობის დარიჩინის ფხვნილთან. დაამატეთ ცოტაოდები თბილი წყალი და კარგად მოურიეთ. კონსისტენცია სქელი არაჟნის მსგავსი უნდა იყოს. თითის ბალიშებით წრიული მოძრაობით შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე, შემდეგ კარგად დაიბანეთ გრილი წყლით. გამოიყენეთ თვეში 2-ჯერ.

წყარო
https://sheniekimi.ge/silamaze/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის