ანტიპერსპირანტი თუ დეოდორანტი?- რომელი გამოვიყენოთ

ანტიპერსპირანტი თუ დეოდორანტი?- რომელი გამოვიყენოთ

ყოველდღიურად ვიყენებთ პირადი ჰიგიენის საშუალებებს, როგორიცაა ანტიპერსპირანტები და დეოდორანტები.




ბევრს მიაჩნია, რომ ეს ორი პროდუქტი ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს და არაფრით განსხვავდება, თუმცა ეს ასე არ არის.

ანტიპერსპირანტი ბლოკავს ოფლიანობას ალუმინის მარილების გამოყენებით. როდესაც ანტიპერსპირანტს იყენებთ, ალუმინის მარილები იხსნება ოფლში და წარმოქმნის დროებით "საცობებს" ოფლის სადინარებში. ეს არის ის, რაც ბლოკავს საოფლე ჯირკვლებს და ამცირებს კანის ზედაპირზე გამოთავისუფლებული ოფლის რაოდენობას.

ბევრი კამათია ალუმინის საშიშროებაზე, რომელიც ანტიპერსპირანტების შემადგენელია. თუმცა ალუმინის კანცეროგენული ეფექტი ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად დადასტურებული. ამავდროულად, დეოდორანტი არ მოქმედებს ოფლის გამომუშავებაზე. მისი ფუნქციაა უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ ბრძოლა და ბაქტერიების გავრცელების შეჩერება.



ანუ, თუ თქვენ გჭირდებათ ოფლის უსიამოვნო სუნის აღმოფხვრა რამდენიმე საათის განმავლობაში, მაშინ აირჩიეთ დეოდორანტი. მაგრამ თუ გსურთ ოფლიანობის შეკავება მთელი დღის განმავლობაში, მაშინ ამ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ანტიპერსპირანტებს.

წყარო
https://sheniekimi.ge/silamaze/%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%9d/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის