გერმანიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩი მიმდინარეობს

გერმანიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩი მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშია. „ჩვენ აქ ვართ! წინ მხოლოდ ევროპის ჩემპიონატია!“ – ასე აცნობა ქომაგებს სფფ-ის პრესსამსახურმა ევრო 2024-ის მასპინძელ ქვეყანაში გუნდის ჩაფრენა.

„ჯვაროსნებმა“ 9 ივნისს ევრო 2024-მდე ბოლო მოსამზადებელ შეხვედრაში მონტენეგროს ნაკრები დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხეს და გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც ვილი სანიოლის გუნდი დასკვნით შეკრებას გამართავს.

დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპთან საქართველოს დელეგაციის წევრებს ევროპის ჩემპიონატის მასკოტის ფორმაში გამოწყობილი მოხალისეები დახვნენ.

საქართველო-თურქეთის თამაში 18 ივნისს ქალაქ დორტმუნდში საქართველის დროით 19:00 საათზე დაიწყო.

პირველი ტაიმი საქართველოსთვის გიორგი მიქაუტაძის შესრულებული გოლით დასრულდა. ანგარიში თურქეთსა და საქართველოს შორის 1:1-ია.

წყარო
https://sheniekimi.ge/emigranti/nakrebi-germaniashi/

Comments