ქართული ღვინის იმპორტის პირობები იცვლება

ქართული ღვინის იმპორტის პირობები იცვლება

რუსეთში შესაძლოა, ქართული ღვინის შეტანა დაიბეგროს, საიმპორტო გადასახადი კი 20%-დან 25%-მდე გაიზარდოს




ფინანსთა, ეკონომიკური განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები მიმდინარე წლის აგვისტოდან ე.წ. არამეგობრული ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე გადასახადის 20-დან 25%-მდე გაზრდას განიხილალვენ. ასევე, 1,5-დან 2 დოლარამდე გაიზრდება საბაზისო განაკვეთი, რომელიც რუსეთში ღვინის იმპორტის მინიმალურ გადასახადს შეადგენს.

ეს გაზრდილი საბაზისო განაკვეთი და გადასახადი უკვე საქართველოდან იმპორტირებულ ღვინოებზეც გავრცელდება, რომლის რუსეთში შეტანაზე ამჟამად ნულოვანი გადასახადი მოქმედებს.



ამასთან,  საიმპორტო გადასახადი ძლიერ ალკოჰოლზე ღირებულების 20%-მდე და ლიტრზე არანაკლებ 3 ევრომდე გაიზრდება. ამჟამად, ძლიერ ალკოჰოლზე გადასახადი სასმელის კატეგორიის მიხედვით ლიტრზე 1,4–1,5 ევროს შეადგენს და მის ღირებულებაზე არანაირად არ არის დამოკიდებული.

წყარო
https://sheniekimi.ge/supra/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის