პრაქტიკული რჩევები- თუ ლინზების ტარება გადაწყვიტეთ

პრაქტიკული რჩევები- თუ ლინზების ტარება გადაწყვიტეთ

ერთმნიშვნელოვნად ნამდვილად ვერ იტყვი, რომელი სჯობია – კონტაქტური ლინზები თუ სათვალე,




მაგრამ ერთი რამ უდავოა: კონტაქტური ლინზები გაცილებით მოხერხებულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სათვალე ყველას როდი უხდება!

თუ მხედველობას უჩივი და ოფთალმოლოგი გარწმუნებს, რომ კონტაქტური ლინზები გჭირდება, ის დროა, თვალები ფართოდ გაახილო და ნამცეცა საგანი თვალის ლორწოვან გარსზე მოირგო.

ლინზების შერჩევა მეტად საპასუხისმგებლო პროცედურაა, რომელიც აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს. სხვაგვარად, დისკომფორტს რომ თავი დავანებოთ, შესაძლოა კერატიტი (რქოვანას ანთება) ჩამოგიყალიბდეს. იგივე შეიძლება დაგემართოს, თუ ლინზებს საჭიროზე მეტხანს ატარებ.

დღესდღეობით შეგიძლია შეიძინო ნახევარწლიანი, რამდენიმეთვიანი, ერთთვიანი, ორკვირიანი და ერთდღიანი ლინზებიც კი.

ერთდღიან ლინზებს ყველაზე მგრძნობიარე თვალიც კი იოლად ეგუება, რადგან ისინი კარგად ატარებს ჟანგბადს.

მათ  განსაკუთრებული მოვლა და საღამოობით სპეციალურ სითხეში მოთავსება არ სჭირდება. მოხერხებულია მგზავრობის დროსაც – მათი შესანახი კონტეინერისა და სასტერილიზაციო სითხის თან წაღება აღარ მოგიწევს.

ერთდღიანი ლინზები მისწრებაა მათთვის, ვინც ეს-ესაა მათი მოხმარება დაიწყო: გამოუცდელმა ადამიანმა მორგებისას ლინზა შეიძლება დააზიანოს. დასანანია, როდესაც ექვსთვიანი ლინზა ზიანდება, თორემ როდესაც საქმე ერთდღიანს ეხება, პრობლემა ფაქტობრივად არ არსებობს.



თუ ლინზების ტარება გადაწყვიტე, რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას ჩვენც მოგცემთ:

არასდროს მოირგო სხვისი ლინზები. თუკი ლინზის სასტერილიზაციო სითხეში ჩადება დაგავიწყდა და გამოგიშრა, გადააგდე. სინოტივის აღდგენას ნუღარ ეცდები – ლინზა უკვე უვარგისია. ნებისმიერი აეროზოლის (სუნამოს, დეზოდორის) გამოყენებისას თვალები დახუჭე. ლინზების ტარებისას არ არის რეკომენდებული კვამლით გაჟღენთილ, მტვრიან შენობაში ხანგრძლივად ყოფნა. ლინზები უმჯობესია მაკიაჟის წასმამდე მოირგო. ლინზების შესანახი კონტეინერი მუდამ სუფთა უნდა იყოს. სასურველია, ის წელიწადში 3-4-ჯერ მაინც გამოცვალთ.

წყარო

 

 
https://sheniekimi.ge/silamaze/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის