როგორ დავიცვათ კანი მზის მავნე ზემოქმედებისგან

როგორ დავიცვათ კანი მზის მავნე ზემოქმედებისგან

მზის სხივებისგან კანის დაცვა არა მხოლოდ კანის ნაადრევი დაბერების და პიგმენტაციის პრევენციაა, არამედ პირველ რიგში კანის კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკაა.




ულტრაიისფერი სხივები ანადგურებს კოლაგენს და ელასტინს კანის უჯრედებში, აჩქარებს კანის სიმკვრივის დაკარგვას და ნაოჭების წარმოქმნას. სწორედ ულტრაიისფერი  სხივები იწვევს ჭორფლებისა და ასაკობრივი ლაქების გაჩენას.

მზის აქტივობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია კანისთვის მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება. აგრესიული ულტრაიისფერი სხივები ხელს უწყობს კანის ნაადრევ დაბერებას (მოშვება, ნაოჭები, ჰიპერპიგმენტაცია), პროვოცირებას ახდენს აკნეს გამწვავებაზე და ზრდის კანის კიბოს რისკს.



ქალაქში 30-ზე ნაკლები დამცავი ფაქტორის მქონე პროდუქტების გამოყენებას, სანაპიროზე ან მთაში კი 50-ზე ნაკლების გამოყენებას აზრი არ აქვს“

მზისგან დამცავი საშუალებების მრავალი ვარიანტია: კრემი SPF-ით, პუდრი და ტონალური კრემი SPF-ით, მზისგან დამცავი აქტიური დანამატები.

წყარო
https://sheniekimi.ge/silamaze/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის