
რა ღირს იმპორტირებული ბალი - პროდუქტი თურქეთიდან და სომხეთიდან შემოდის
ბალის იმპორტი 60%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვის მონაცემებით ( რეალურად, მხოლოდ აპრილ-მაისში) საქართველოში 205.1 ტონა (110.3 ათასი აშშ დოლარის ) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის იანვარ-მაისში - 128.3 ტონა (49.4 ათასი აშშ დოლარი).
სტატისტიკის მიხედვით, წელს პროდუქტის იმპორტი მხოლოდ ორი ქვეყნიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა. კერძოდ, თურქეთიდან 181.1 ტონა (97.8 ათასი აშშ დოლარი), 88%, ხოლო სომხეთიდან 23.9 ტონა (12.5 ათასი აშშ დოლარი) 12%.
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იმპორტიორ ქვეყნებს ნიდერლანდები გამოაკლდა, საიდანაც შარშან ბალი მცირე რაოდენობით, შემოვიდა.
წყარო
https://sheniekimi.ge/supra/%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/
Comments
Post a Comment