ტოპ-3 ფილმი სიყვარულზე

ტოპ-3 ფილმი სიყვარულზე

ბევრი ადამიანი თვლის, რომ სიყვარული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გრძნობაა.




თუმცა ზოგჯერ ურთიერთობა შესაძლოა, სრულიად არაჯანსაღად და ტოქსიკურად განვითარდეს, რაც ადამიანებისათვის განსაკუთრებით საზიანოა. დღეს გაგიზიარებთ ტოპ-3  ფილმს, რომლებიც სწორედ ასეთ ურთიერთობაზე გვიყვება:

ტოპ -3 ფილმიდან პირველი ასე გამოიყურება:


"უკანასკნელი ტანგო პარიზში", 1972 წელი






ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი, რომელიც 1972 წელს გამოვიდა, აკრძალული სიყვარულის შესახებ გვიყვება, რომელიც არაერთი წინააღმდეგობითაა სავსე და მართლაც რომ, ამაღელვებელი სიუჟეტი იქმნება. ნიჭიერი მსახიობების, საინტერესო სიუჟეტისა და ფილმის ვიზუალური კომპონენტების გათვალისწინებით, ეს ნამუშევარი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელია.


"ლურჯი ხავერდი", 1986 წელი






დევიდ ლინჩის ეს ფილმი გვიყვება ახალგაზრდა ბიჭის, ჯეფრის შესახებ, რომელიც იმდენადაა სიყვარულით შეპყრობილი, რომ ეს გრძნობა სრულიად არაჯანსაღ ემოციაში გადაეზრდება და აკვიატებად ექცევა...


"მწარე მთვარე", 1992 წელი






რომან პოლანსკის ფილმი "მწარე მთვარე" 1992 წელს გამოვიდა. ფილმი მაყურებელს უმხელს დაქორწინებული წყვილის ურთიერთობის დეტალებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, მოსაწყენი ურთიერთობა რაღაცით გაამრავალფეროვნონ. ახალი შეგრძნებების ძიებაში წყვილი კრუიზზე მიდის. იქ კი მიმის და ოსკარს ხვდებიან. ამ ცოლ-ქმარს შორის სიყვარული იმდენად უცნაური და საშიშია, რომ ერთდროულად აერთიანებს სიძულვილს, ზიზღს, შურისძიების სურვილს, ვნებასა და ბრაზს.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო
https://shenisilamaze.ge/%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9e-3-%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%96%e1%83%94/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის