რომელმა ქვეყანამ უმასპინძლა ქართული ღვინის ფესტივალს

რომელმა ქვეყანამ უმასპინძლა ქართული ღვინის ფესტივალს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და პოლონეთის რესპუბლიკაში კრაკოვის ცნობილი ისტორიული სასახლის (Dwór w Tomaszowicach) ტერიტორიაზე ქართული ღვინის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა.




ფესტივალში 20-მდე ქართული ღვინის კომპანია, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე მწარმოებლებლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ღვინის მომხმარებლები, ჟურნალისტები და ბლოგერები, ჯამში 1000-მდე სტუმარი დაესწრო. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

ფესტივალი ქართველი მომღერლებისა და მოცეკვავეების კონცერტის ფონზე მიმდინარეობდა.

#drpkhakadze

წყარო
https://sheniekimi.ge/supra/%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/

Comments