
10 რჩევა, თუ როგორ უნდა შექმნათ საზაფხულო განწყობა ინტერიერში
როგორ შევქმნათ საზაფხულო განწყობა საძინებელში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რეკომენდაციას, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ სასურველი გარემოს შექმნაში.
- თეთრი ფერი + ნატურალური ხე
თეთრი ფერი საზაფხულო საძინებლისთვის ყველაზე აქტუალურია. ნათელი და ბუნებრივი ხის ტონები სხვადასხვა თეთრ ტექსტურასა და მასალას შეუხამეთ: ლითონი, ბამბის თეთრეული, ფანჯრებზე მსუბუქი გამჭვირვალე ტიული მძიმე „ზამთრის“ ფარდების ნაცვლად – ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, შექმნათ ჰარმონიული, დინამიკური სივრცე და იგი საზაფხულო სიახლით შეავსოთ.

- პასტელური ფერთა გამა
დელიკატური პასტელური ფერები კარგად გამოიყურება საძინებელში წლის ნებისმიერ დროს. ექსპერტები მდოგვისა და დედამიწის ტონების დამატებას გვირჩევენ. ამ შემთხვევაში ველური ყვავილებისა და სხვადასხვა მცენარეების თაიგულიც არ იქნება ზედმეტი.

- თეთრეული მცენარეების ორნამენტებით
რა არის ზაფხული სიმწვანისა და ყვავილების გარეშე?! საზაფხულო საძინებლისთვის კარგი გამოსავალი იქნება თეთრეული მცენარეების ორნამენტებით. ამ მხრივ არჩევანი შეუზღუდავია. უბრალოდ, შეეცადეთ გამოიყენოთ ღია ფერის თეთრეული, რათა ინტერიერი ვიზუალურად არ დაამძიმოთ და ჰაეროვნება არ დააკარგვინოთ.


- ნორჩი ყვავილები
კარგად შემუშავებული საძინებლის ინტერიერი დიდ სეზონურ ცვლილებებს არ საჭიროებს. თუმცა, შეგიძლიათ სივრცე მოწესრიგებულ ლარნაკებში ჩადებული ლამაზი საზაფხულო თაიგულებით განაახლოთ. უბრალო ველური ან ბაღიდან ახლად მოჭრილი ყვავილები და გამჭვირვალე მინის ლარნაკი იდეალური იქნება. მთავარია, არ გამოიყენოთ ისეთი მძაფრი სურნელის მქონე ჯიშები, როგორიც არის ჟასმინი, იასამანი და ა. შ. – ამან შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს და დაძინებაში ხელი შეგიშალოთ.

- ტროპიკული პრინტები
მარტივი ხრიკი, რომელიც ოთახში ზაფხულის განცდას დაუყოვნებლივ შექმნის, არის ქსოვილებზე ტროპიკული პრინტების გამოყენება. ეს შეიძლება იყოს საწოლები, დეკორატიული ბალიშები, ფარდები ან ხალიჩები – მთავარია, მწვანე და ნათელი ტონები გამოიყენოთ.
https://sheniekimi.ge/interieri/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d/
Comments
Post a Comment