კამერონ დიასი- ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და ცხოვრების სტილზე

კამერონ დიასი- ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და ცხოვრების სტილზე

"ბოლო წლებში სიბერის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მთლიანად შეიცვალა. ვგეგმავ, 110 წლამდე ვიცხოვრო იმიტომ, რომ პატარა შვილი მყავს. მინდა, მის განვითარებას ვხედავდე" - კამერონ დიასი ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და ცხოვრების სტილზე




დიდი ხანია, კამერონ დიასი ეკრანზე აღარ გვინახავს. ბევრი ადამიანისათვის საყვარელმა მსახიობმა კარიერაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც შვილი ეყოლა და მთელი თავისი დრო პატარა რედიქსის აღზრდასა და საკუთარი ბიზნესის განვითარებას მიუძღვნა. ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კამერონ დიასი დიდ ეკრანს უბრუნდება, თუმცა ჯერჯერობით მსახიობის გეგმების შესახებ უცნობია.

კამერონ დიასი დიდ დროს საკუთარ ოჯახთან ატარებს. უარს ამბობს პლასტიკურ ქირურგიაზე და ბუნებრივად დაბერებას ანიჭებს უპირატესობას. საკუთარ პოზიციას კი სხვა ადამიანებს უზარებს:


დაბერების შესახებ


40 წლის ასაკში გარკვეული კრიზისული მომენტი დგება და მინდა, ეს გამოცდილება ჩემს ქალიშვილს გავუზიარო. შესანიშნავი გენეტიკა მაქვს. ბებიაჩემი 72 წლის ასაკში სან-ფრანცისკოში, მცხუნვარე მზეზე, კურდღლებისა და ქათმებისთვის განკუთვნილი საკვების უზარმაზარ ჩანთებს ატარებდა და თავს შესანიშნავად გრძნობდა.



დარწმუნებული ვარ, ჩვენი გარეგნობა იმის შედეგია, რასაც ვაკეთებთ და არა პირიქით."


მაკიაჟისა და კანის მოვლის შესახებ


"მუდმივი გადაღებების გამო მთელი ცხოვრება მძიმე მაკიაჟს ვატარებდი და აკნე მუდამ მაწუხებდა. 40 წლის შემდეგ უფრო ნაკლები მაკიაჟის გამოყენება დავიწყე. აკნე ბოლომდე არ გამქრალა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი კანი უფრო მომწონს.

ჩემი სახის რუტინა მინიმალურია. დილით სახეს წყლით ვიბან. ხანდახან, სკრაბს ვიყენებ. ვისვამ სახის ზეთს, რეთინოლის შრატს და ეგაა.

მაკიაჟს იშვიათად ვიკეთებ. თუ მჭირდება, ვირჩევ მსუბუქ კრემსა და ტუჩსაცხს."


სხეულის შესახებ


"ყოველთვის აქტიური ცხოვრების წესი მქონდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ტრავმა მივიღე. ეს ტრავმა ჩემთვის გაკვეთილი იყო. შესვენება თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია.

50 წლის შემდეგ ჰორმონალური ცვლილებები მაწუხებს და ფორმის შენარჩუნებაც იმაზე ძნელია, ვიდრე ადრე, მაგრამ ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ."


პლასტიკური ქირურგიის შესახებ


"რა თქმა უნდა, ხანდახან მინდა, თავი ახალგაზრდად ვიგრძნო. სარკეში რომ ვიყურები, ვხვდები, რომ სხვანაირად გამოვიყურები. მაგრამ, რაიმე ჩარევის წინააღმდეგი ვარ. ჩემი აზრით, საზოგადოება ქალზე დიდ ზეწოლას ახდენს. დაწესებულია არარსებული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ასაკში მიმზიდველად და კარგად უნდა გამოიყურებოდე. მაგრამ, მე პირადად, ეს აზრი არ მაინტერესებს.

მინდა, ვიყო ჯანმრთელი და აქტიური. ის საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალიან სასტიკია. სხვისი შეხედულებისამებრ ცხოვრება კი ფსიქიკური ჯანმრთელობის პირველი მტერია. მნიშვნელოვანია, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ და არა იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები ჩვენზე."- აცხადებს კამერონ დიასი.

წყარო

#drpkhakadze

#pitskhelauri
https://shenisilamaze.ge/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%90/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის