
3 აგვისტოს პირველად იმერეთში , კერძოდ გორდში ერთერთ ვილაზე ქართული დიზაინის და ღვინის ფესტივალი გაიმართა .
მისი ორგანიზატორი ქართველი დიზაინერი მერიკო ფხაკაძე გახლდათ . ის არაერთი ანალოგიური პროექტის ავტორი გახლავთ არამარტო საქართველოში არამედ ევროპაში და ამერიკაში.
ფესტივალი მოიცავდა 30 ქართველი დიზაინერის გამოფენა - გაყიდვას , 5 ქართველი დიზაინერის ახალი კოლექციების ჩვენებას , მათ შორის მერიკოს ახალი საზაფხულო კოლექციაც იყო წარმოდგენილი , რომელიც სპეციალურად გორდის ფესტივალისთვის შეიქმნა . გათამაშდა 40-მდე საჩუქარი სპონსორებისგან , ასევე გაიმართა რამოდენიმე იმერეთის რეგიონის ღვინის დეგუსტაცია ( სამტრედია , ხონის მეღვინეობა ), საღამო კი დასრულდა ყველა მონაწილის დაჯილდოებით .


საოცარ და ულამაზეს გარემოში იმყოფებოდა დაახლოებით 300-მდე სტუმარი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან , ასევე ღონისძიებას ესწრებოდა სპეციალურად მოპატიჟებული ექსპერტები და უცხოელი სტუმრები . რა თქმა უნდა ხონის მუნიციპალიტეტის მერი და ქალაქის ადმინისტრაციაც იმყოფებოდა ამ შესანიშნავ ღონისძიებაზე .


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს , რადგან მერიკოს მიზანია ქართული დიზაინის და კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით , მომავალ წელს უკვე მეორედ გაიმართება ქართული დიზაინის და ღვინის ფესტივალი ნიუ-იორკში და კიდე სხვა შტატებშიც.
კითხვის გაგრძელება
#drpkhakadze #pitskhelauri
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
https://shenisilamaze.ge/%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/
Comments
Post a Comment