მიგრაცია საქართველოში - რამდენმა კაცმა დატოვა ქვეყანა და რამდენი დაბრუნდა

მიგრაცია საქართველოში - რამდენმა კაცმა დატოვა ქვეყანა და რამდენი დაბრუნდა
მიგრაცია საქართველოში - თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. 2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 245.064 კაცი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 95,6%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

ამასთან ერთად, იმიგრანტების რიცხოვნობა 2022 წელთან შედარებით 14,5%-ით გაიზარდა და 205.857 კაცი შეადგინა.


მიგრაცია საქართველოში

„საქსტატის“ მონაცემები



2023 წელს იმიგრანტების 44,6%-ს, ხოლო ემიგრანტების 66,7%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. 2023 წელს ქვეყანა დატოვა 163.480 საქართველოს მოქალაქემ, ხოლო დაბრუნდა - 91.896.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 1,6-ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე; დაახლოებით 6-ჯერ მეტი – რუსეთის, 3,8-ჯერ მეტი უკრაინის მოქალაქე, 5,3-ჯერ მეტი – ბელარუსის და 3,4-ჯერ მეტი თურქეთის მოქალაქე.


მიგრაცია საქართველოში

„აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში შემოვიდა 1,7-ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება იმიგრანტებს, ანუ ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობას, 2023 წელს მათი საერთო რიცხოვნობის 45%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ. დაახლოებით 25,6%-ს – რუსეთის მოქალაქეები, 4,2%-ს – თურქეთის მოქალაქეები, ხოლო დარჩენილი, 25-26% სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მოდის“, - განაცხადა თოდრაძემ.


მიგრაცია საქართველოში

წყარო

#drpkhakadze


https://sheniemigranti.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98/

Comments