ფრანგული მაკიაჟის ხრიკები

ფრანგული მაკიაჟის ხრიკები

ფრანგული მაკიაჟის 5 წესი - რატომ არ უნდა გამოიყენოთ ჩრდილები, ჰაილაითერები და ტონალური საშუალებები




ბუნებრიობის ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები გახლავთ ფრანგები: ისინი მარტივად ირგებენ ყველაზემოდურ ვარცხნილობებს და თითქმის უმაკიაჟოდაც ძალიან ლამაზად გამოიყურებიან.

საკუთარი ხრიკები და სილამაზის საიდუმლოებები და ფრანგული მაკიაჟი გაგვიზიარა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მოდურმა პარიზელმა, ჟანა დამასმა.

პარიზელი ქალებისთვის უცხოა ფუნჯების კოლექციის შეგროვება: კლასიკურ, მკვეთრ წითელ პომადასაც კი ისინი თითებით ისვამენ. „ასე ძალიან სექსუალურ, ოდნავ პუდრაშეხებულ ეფექტს ვიღებთ“ - განმარტავს ჟანა.

არავითარი ფანქარი ან ჩრდილი - მაქსიმალური ბუნებრიობა. - ესაა სწორედ ფრანგული მაკიაჟი და მისი ხიბლი.

არაფერია იმაში საგანგაშო, თუ მოხატვის გარეშე წარბები ერთმანეთის იდენტური არ იქნება: თქვენ ხომ ცოცხალი ადამიანი ხართ და არა დახატულ სახიანი მანეკენი. ჟანას აზრით, ერთადერთი საშუალება, რის წასმაც წარბებზე ნამდვილად ღირს - გამჭვირვალე გელია. „მომწონს წარბები და წამწამები როგორც გამოიყურება კოსმეტიკის გარეშე, ამიტომ მე წამწამებს მხოლოდ ვიხვევ, წარბებს კი ვივარცხნი და გელით ვაფიქსირებ“ - გამოტყდა ის.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო
https://shenisilamaze.ge/%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9f%e1%83%98/

Comments