„მსურს განვმარტო რამდენიმე საკითხი, რომელიც გაშუქდა ბოლო სატელევიზიო პროგრამაში -არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემები განიხილონ პროფესიონალებმა“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის წამყვანი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეთს ეხმაურება - „პირველ რიგში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერვიუში ჩართულ პირებს არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემები განიხილონ პროფესიონალებმა“
„მსურს განვმარტო რამდენიმე საკითხი, რომელიც გაშუქდა ბოლო სატელევიზიო პროგრამაში.
პირველ რიგში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერვიუში ჩართულ პირებს არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტობისთვის და შესაბამისად, არ უნდა ისაუბრობ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს თემები განიხილონ პროფესიონალებმა, რომლებიც სპეციალურად მომზადებული არიან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე.
მეორე, აღნიშნული ვირუსი არ არის ისეთივე სასიკვდილო, როგორც სტატიაში იყო ნაჩვენები.
ამჟამინდელი ლეტალობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.6%-ია, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ადრე გამოცხადებულ მაჩვენებელთან შედარებით.
მესამე, რაც შეეხება გადაცემის გზას, ეს ვირუსი არ არის ჰაერ-წვეთოვანი. ის გადადის პირდაპირი კონტაქტით, მათ შორის სექსუალური კონტაქტით, ხელის ჩამორთმევით, კოცნით და თუნდაც ერთიდაიგივე საწოლის თეთრეულის გამოყენებით. ამჟამად ინფიცირებულთა უმრავლესობა (60%) ბავშვები არიან 18 წლამდე და ქალები, რომლებიც არიან სექსუალური მუშაკები.
გარდა ამისა, მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამ ვირუსის გავრცელების ალბათობა საქართველოში ძალიან მცირეა და არ მოელის, რომ იგი გავრცელდება ისე, როგორც COVID-19 გავრცელდა. ამჟამად, საქართველო დგას ორი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევის წინაშე: COVID-19, რომელთანაც მეზობელი ქვეყნები სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან და დასავლეთ ნილოსის ცხელება, რომელიც დაფიქსირდა სომხეთში რაზედაც “ექსპერტები” არ გაამახვილეს ყურადღება.“
https://sheniekimi.ge/2024/08/26/%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98/
Comments
Post a Comment