თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება
თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება  შეიზღუდება

გადაადგილება შეიზღუდება ეტაპობრივად თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების გამო. უფრო კონკრეტულად: ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სა და მათი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, დე­და­ქა­ლა­ქის ზო­გი­ერთ ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა ეტა­პობ­რი­ვად შე­ი­ზღუ­დე­ბა. შე­ზღუდ­ვა 30 სექ­ტემ­ბრის 23:00 სა­ა­თი­დან 8 ოქ­ტომ­ბრის 08:00 სა­ა­თამ­დე იმოქ­მე­დებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

30 სექ­ტემ­ბრის 23:00 სა­ა­თი­დან 2 ოქ­ტომ­ბრის 00:00 სა­ა­თამ­დე ნა­წი­ლობ­რივ გა­და­ი­კე­ტე­ბა გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია - გი­ორ­გი ათო­ნე­ლის ქუ­ჩი­დან ვახ­ტანგ ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­სახ­ვე­ვის N13-მდე არ­სე­ბუ­ლი საგ­ზაო მო­ნაკ­ვე­თი; 2 ოქ­ტომ­ბრის 00:00 სა­ა­თი­დან 8 ოქ­ტომ­ბრის 23:00 სა­ა­თამ­დე მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად აიკ­რძა­ლე­ბა მშრა­ლი ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. კერ­ძოდ, იტა­ლი­ის ქუ­ჩა­ზე, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ათო­ნე­ლის ქუ­ჩი­დან ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­სახ­ვე­ვის N13-მდე არ­სე­ბულ საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ში.

შე­ზღუდ­ვის პე­რი­ოდ­ში ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ედ­ნი­დან ათო­ნე­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ მშრა­ლი ხი­დი­დან მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით. მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­დან ვირ­სა­ლა­ძის ქუ­ჩის­კენ მი­მა­ვა­ლი მძღო­ლე­ბი კი იმოძ­რა­ვე­ბენ ათო­ნე­ლის ქუ­ჩამ­დე, შემ­დეგ კი მარ­ჯვნივ მოხ­ვე­ვით და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩას.

3 ოქ­ტომ­ბრის 23:00 სა­ა­თი­დან 8 ოქ­ტომ­ბრის 08:00 სა­ა­თამ­დე მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა აბა­ნოს ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - აბა­ნოს ქუ­ჩი­დან იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, გრი­შაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მოხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ფირ­დო­უ­სის, მირ­ზა ფა­თა­ლი ახუნ­დო­ვი­სა და ის­მა­ილ ის­ფა­ჰან­ლის ქუ­ჩე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

გარ­და ამი­სა, 4 ოქ­ტომ­ბრის 12:00 სა­ა­თი­დან 7 ოქ­ტომ­ბრის 02:00 სა­ა­თამ­დე, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა კოს­ტა ხე­თა­გუ­რო­ვის ქუ­ჩა­ზე, ხე­თა­გუ­რო­ვის სკვე­რის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი­დან ხე­თა­გუ­რო­ვი­სა და გუ­რამ სა­ღა­რა­ძის ქუ­ჩე­ბის კვე­თამ­დე არ­სე­ბულ საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ში.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით და პი­რი­ქით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა დარ­ჩე­ბა არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. შოთა გამ­ცემ­ლი­ძის ქუ­ჩი­დან ხე­თა­გუ­რო­ვის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა. ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იმოძ­რა­ვე­ბენ ნინო ჩხე­ი­ძის ქუ­ჩის გა­მო­ყე­ნე­ბით.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
https://shenitbilisi.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%98%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/

Comments