
თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო,
კონკურსის "შემოქმედებითი თბილისი" მეორე ეტაპზე განაცხადებების მიღება დაიწყო - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კონკურსის არსებობის ხუთი წლის მანძილზე, 200-ზე მეტი საინტერესო პროექტი დაფინანსდა.
„კონკურსი საკმაოდ პოპულარულია შემოქმედებით წრეებში და მისი მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, 11 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პროექტები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება.
„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე: www.culture.tbilisi.gov.ge.
კითხვის გაგრძელება
#drpkhakadze #pitskhelauri
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
https://shenitbilisi.ge/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1/
Comments
Post a Comment