თბილისში საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა გაიხსნა
N19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა გახსნა დიდუბის რაიონში

საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა გაიხსნა დიდუბეში. კახა კალაძემ საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი, 2024-2025 სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.

„მინდა, სწავლის დაწყება პატარებსა და მათ მშობლებს მივულოცო. N19 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც ვიმყოფებით, 250 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა თანამედროვე სტანდარტებისაა. ჩვენი მიდგომები ნათელია – განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ყველა დეტალს ყურადღება ექცევა, სერტიფიცირებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს. როგორც დედაქალაქის მერს, ძალიან მიხარია, რა პირობებშიც აღიზრდება მომავალი თაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ N19 ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი, მისი ავარიულობის გამო, რამდენიმე წლის წინ განახორციელა, მის ნაცვლად კი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა, სადაც უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა მოქმედი სტანდარტი.  ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აქვს კეთილმოწყობილი ეზო გამწვანებითა და სათამაშო მოედნებით; შენობა აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, უსაფრთხოების ბადეებითა და სააღმზრდელო ჯგუფების ინდივიდუალური საევაკუაციო კიბეებით.

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
https://shenitbilisi.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%9d/

Comments

Popular posts from this blog

როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე

6 პროდუქტი, რომლითაც თქვენს საგაზაფხულო რაციონს გაამდიდრებთ

რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის