როგორ გამოიყურება 150-წლიან გურულ ოდაში მოწყობილი საწარმო
„ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტი სიმინდის ფუჩეჩში გახვეული ჩირის კანფეტია“ -150-წლიან გურულ ოდაში მოწყობილი საწარმო

საწარმო რომელიც გურულ ოდაში გვხვდება ეკუთვნის ვინმე და­რე­ჯან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლს, რომელმაც წლების წინ  თბი­ლი­სურ კა­რი­ე­რა­ზე თა­ვი­სი ნე­ბით თქვა უარი და მშობ­ლი­ურ გურიას - არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ხი­დის­თავს და­უბ­რუნ­და.

თავდაპირველად საქმიანობა ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია, ახ­ლე­ბუ­რი და მი­სე­ბუ­რი მე­თო­დით და­ჩი­რე­ბუ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი, სან­დო ჩი­რის წარმოებით დაიწყო.

მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა “ა­წარ­მოე სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­შია წა­მოწყე­ბუ­ლი და მის­მა ჩი­რებ­მა უკ­ვე სა­ხე­ლიც გა­ით­ქ­ვა, ბა­ზარ­ზეც შეძ­ლო თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა.

ჩირს და ლამაზად მოვლილ ეზო-კარს კი სტუმარიც ბევრი მოჰყვა და რომ არ დაეტია ერთ დიდ, დაკას გემოვნებით მოწყობილ და სტუმრების შთაბეჭდილებებით მორთულ სახლში, მასპინძელმა, "აწარმოე საქართველოს" და სოფლის მეურნეობის სააგენტოს საშეღავათო კრედიტის ფარგლებში, იქვე ეზოში მიამატა სტუმრებისთვის განკუთვნილი კოტეჯები და დღეს "სკიჯის სახლი" გულთბილად მასპინძლობს ქართველ თუ უცხოელ სტუმარს და სოფლის ტურიზმის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
https://shenistartup.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d/

Comments