თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი გაიხსნა

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი გაიხსნა

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი გაიხსნა.


კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება.
ახალი ინფექციური საავადმყოფო 83 საწოლზეა გათვლილი. კლინიკას, გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილებაც დაემატა.
დადგა ის დღე, როდესაც ჩვენი გუნდის ოცნება ასრულდა, - განაცხადა ინფექციონისტმა მარინა ეზუგბაიამ.
„ამ ცენტრის შენობის გახსნის ცერემონია ყველაზე მეტად გაუხარდებოდა ბატონ თენგიზ ცერცვაძეს. კაცს, რომელმაც მრავალი წელი იბრძოლა, რომ ჩვენს ცენტრს საკუთარი შენობა ჰქონოდა.
ეს არის სიმბოლო სახელმწიფოს წინსვლისა, რომელიც ამ სახით წარმოაჩენს ზრუნვას“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.
თენგიზ ცერცვაძის მეუღლე, ანა თოფურია აცხადებს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის გახსნით თენგიზ ცერცვაძის ოცნება ასრულდა.
„მიხარია რომ ასეთი კარგი დაწესებულება გაიხსნა., მაგრამ ძალიან გული მწყდება, რომ თენგიზი ამას ვერ მოესწრო. ეს იყო მისი დიდი ხნის ოცნება. მას ბევრი შრომა და ენერგია აქვს ჩადებული ამის მიღწევაში, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა. მინდა წარმატება ვუსურვო მის სახელოვან კოლექტივს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძის მეუღლემ.
#drpkhakadze https://sheniekimi.ge/2024/10/18/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98%e1%83%96-%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%98/

Comments