თბილისის უბნები, სადაც 1 დეკემბრიდან ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება
1 დეკემბრიდან, თბილისში ზამთრის პირობებში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, რიგ გზებზე სავალდებულო ხდება ზამთრის საბურავების გამოყენება. ეს წესი მოიცავს რამდენიმე საგზაო მონაკვეთსაც:

- ზაჰესი-რუსთავის (1-49 კმ)


- თბილისი (გლდანი)-თიანეთის (1-60 კმ)


- თბილისი (პანტიანი)-მანგლისის (1-32 კმ)


- წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი (1400 მ)

საბურავი უნდა იყოს სტანდარტული, ფიფქის სიმბოლო გამოყვანილი, ხოლო პროტექტორის სიღრმე მინიმუმ 3 მმ მსუბუქი ავტომობილებისთვის და 4 მმ მიკროავტობუსებისთვის. ასევე, საბურავი არ უნდა იყოს 10 წელზე ძველი.

თუ მოძრაობა სავალდებულო მოთხოვნებთან შეუთავსებელია, პოლიციამ შეიძლება აუკრძალოს აღნიშნულ მონაკვეთზე შესვლა, დაადგინოს 100 ლარის ჯარიმა და მართვის მოწმობას 5 ქულით აკლდეს.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის არასწორი გამოყენება საფრთხეს ქმნის და შეიძლება ავტომობილის ჩამორთმევაც გამოიწვიოს.

 


#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi https://shenitbilisi.ge/%e1%83%96%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

Comments