
შოტლანდიის საავადმყოფოში რობოტი-თაროები დანერგეს, რომლებიც მედდებს, პაციენტებს ან მათ ახლობლებს წამლების მიღებას ახსენებენ, - წერს BBC.
ინტელექტუალური თარო ქალაქ აბერდინის საბავშვო კლინიკაში დანერგეს და ეს პირველი მსგავსი გამოცდილებაა მსოფლიო სამედიცინო სივრცისთვის.
ახალი აღჭურვილობა სამედიცინო პერსონალს უმსუბუქებს სამუშაოს. ექიმებს შეჰყავთ მონაცემები რობოტ-თაროში იმის შესახებ, თუ როდის და რა დოზით უნდა მიიღოს პაციენტმა ესა თუ ის პრეპარატი.
რობოტი-თარო გაიღება მხოლოდ საჭირო დროს და ჩამოაგდებს უჯრაში იმ პრეპარატს, რომლის მიღების დროც მოვიდა.
იმ პაციენტების ახლობლების თქმით, რომლებიც მძიმე ქრონიკულ დაავადებებს ებრძვიან, რობოტი-თარო არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რადგან ის ეხმარება მათ წამლების დროულ და რეგულარული მიღებაში.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ აიღებს წამალს უჯრიდან, რობოტი-თარო წითლად გაანათებს.
drpkhakadze https://sheniekimi.ge/2024/11/18/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1%e1%83%90/
Comments
Post a Comment