"პაციენტთა საბჭო გვაძლევს საშუალებას, ჩვენი - პაციენტების უფლებები იყოს დაცული" - "ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის" პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე, ლამარა ჩიქოვანი


საქართველოს ისტორიაში პირველად საავადმყოფოებში “პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოები” იქმნება. “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტისა” (PHIG) და “აკრედიტაცია კანადის” თანამშრომლობით ჩამოყალიბდა “საქართველოს პაციენტთა საბჭოების სამდივნო”, რაც პაციენტთა აქტიური ჩართულობის სტრუქტურირებული, მდგრადი და კულტურულად სენსიტიური პლატფორმის შექმნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ინიციატივა მოიცავს 20 “პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოს” (PFAC) მხარდაჭერას, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში ფუნქციონირებენ.

რა არის პაციენტთა საბჭოების სამდივნო? 

პაციენტთა საბჭოების სამდივნო წარმოადგენს ცენტრალიზებულ ორგანოს, რომელიც მხარს უჭერს პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოების (PFAC) შექმნას, ფუნქციონირებას და ეფექტიანობას. ეს საბჭოები საშუალებას აძლევენ პაციენტებს და ოჯახებს, აქტიურად ითანამშრომლონ ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან და მენეჯმენტთან, პაციენტთა საჭიროებებისა და შეხედულებების გათვალისწინებით.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პაციენტთა საბჭო შეიქმნა ქუთაისში, "შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციაში", რომლის თავმჯდომარეც ლამარა ჩიქოვანი გახლავთ. pacienti.ge მასთან  ინტერვიუს გთავაზობთ:პაციენტთა საბჭო გვაძლევს საშუალებას, გამოვხატოთ მოსაზრება და მოთხოვნები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით, რათა გაუმჯობესდეს მკურნალობა და მომსახურების ხარისხი, ასევე, იყოს ჩვენი -  პაციენტების უფლებები დაცული.

"ჩემთვის პაციენტთა საბჭოს ხელმძღვანელობა არის შესაძლებლობა, რომ პაციენტების ხმა იყოს დაცული და მათი საჭიროებები გათვალისწინებული. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში და პაციენტთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფაში."

"პაციენტთა საბჭო არის ხიდი პაციენტებსა და ჯანდაცვის ორგანიზაციას შორის. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება სისტემას, მოერგოს პაციენტთა საჭიროებებს და მოთხოვნებს."   https://pacienti.ge/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%ad%e1%83%9d-4/

Comments