"ჩავერთვები ყველა პროცესში, რომელიც თითოეული პაციენტისთვის იქნება მნიშვნელოვანი"- "ჯო ენის ჰოსპიტლის" პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ანა ალადაშვილი

საქართველოს ისტორიაში პირველად საავადმყოფოებში “პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოები” იქმნება.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტისა” (PHIG) და “აკრედიტაცია კანადის” თანამშრომლობით ჩამოყალიბდა “საქართველოს პაციენტთა საბჭოების სამდივნო”, რაც პაციენტთა აქტიური ჩართულობის სტრუქტურირებული, მდგრადი და კულტურულად სენსიტიური პლატფორმის შექმნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ინიციატივა მოიცავს 20 “პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოს” (PFAC) მხარდაჭერას, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში ფუნქციონირებენ.
რა არის პაციენტთა საბჭოების სამდივნო?
პაციენტთა საბჭოების სამდივნო წარმოადგენს ცენტრალიზებულ ორგანოს, რომელიც მხარს უჭერს პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოების (PFAC) შექმნას, ფუნქციონირებას და ეფექტიანობას. ეს საბჭოები საშუალებას აძლევენ პაციენტებს და ოჯახებს, აქტიურად ითანამშრომლონ ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან და მენეჯმენტთან, პაციენტთა საჭიროებებისა და შეხედულებების გათვალისწინებით.

ჯო ენის პაციენტთა საბჭოს შეხვედრა
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პაციენტთა საბჭო შეიქმნა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშიც”, რომლის თავმჯდომარეც ანა ალადაშვილი გახლავთ. pacienti.ge გთავაზობთ ინტერვიუ ანა ალადაშვილთან:
სასიამოვნო შემოთავაზება იყო, მიმეღო მონაწილეობა კლინიკის წინსვლასა და განვითარებაში. როგორც "ჯო ენის პაციენტთა საბჭოს" თავჯდომარე, ვიქნები ჩართული ყველა პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს ნებისმიერი სერვისის განვითარებას და სიახლეების დანერგვას, რაც თითოეული პაციენტისთვის იქნება მნიშვნელოვანი.
"პაციენტთა საბჭო ჯოენის ჰოსპიტალში ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანია პაციენტების და მათი ოჯახის წევრების ხმა ისმოდეს ჰოსპიტლის განვითარების პროცესში. ჩვენ ვცდილობთ, ყველა იმ საჭიროებასა და გამოწვევას ვუპასუხოთ, რაც პაციენტთა გამოცდილებას გააუმჯობესებს."
ანა ალადაშვილი საბჭოს სამომავლო გეგმებზეც საუბრობს:
ჩვენი მთავარი მიზანია, გავაუმჯობესოთ პაციენტთა ჩართულობა მოვლისა და პაციენტზე ზრუნვის განვითარების პროცესში. პაციენტების ხმა მნიშვნელოვანია. მათი გამოცდილება და მოსაზრებები შეიძლება გახდეს ჰოსპიტლის სერვისების გაუმჯობესების საფუძველი. ამიტომ ვთავაზობ, არ მოერიდონ და ჩაერთონ ჩვენს საბჭოში – ერთად შეგვიძლია უფრო ბევრი რამ გავაკეთოთ. https://pacienti.ge/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%ad%e1%83%9d-3/
Comments
Post a Comment