"მზად ვარ, მხარი დავუჭირო პაციენტებს და მათ უფლებებს" - ინტერვიუ "ქსენონის" პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნანო ტაბეშაძესთან

საქართველოს ისტორიაში პირველად საავადმყოფოებში “პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოები” იქმნება.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტისა” (PHIG) და “აკრედიტაცია კანადის” თანამშრომლობით ჩამოყალიბდა “საქართველოს პაციენტთა საბჭოების სამდივნო”, რაც პაციენტთა აქტიური ჩართულობის სტრუქტურირებული, მდგრადი და კულტურულად სენსიტიური პლატფორმის შექმნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ინიციატივა მოიცავს 20 “პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოს” (PFAC) მხარდაჭერას, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში ფუნქციონირებენ.
რა არის პაციენტთა საბჭოების სამდივნო?
პაციენტთა საბჭოების სამდივნო წარმოადგენს ცენტრალიზებულ ორგანოს, რომელიც მხარს უჭერს პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოების (PFAC) შექმნას, ფუნქციონირებას და ეფექტიანობას. ეს საბჭოები საშუალებას აძლევენ პაციენტებს და ოჯახებს, აქტიურად ითანამშრომლონ ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან და მენეჯმენტთან, პაციენტთა საჭიროებებისა და შეხედულებების გათვალისწინებით.

"ქსენონის" პაციენტთა საბჭოს შეხვედრა
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პაციენტთა საბჭო შეიქმნა ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო "ქსენონში”, რომლის თავმჯდომარეც ნანო ტაბეშაძე გახლავთ. pacienti.ge გთავაზობთ ინტერვიუს ნანო ტაბეშაძესთან:
მზად ვარ, მხარი დავუჭირო პაციენტებს და მათ უფლებებს. ჩემთვის, როგორც პაციენტისთვის, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, სწორედ რომ, ჩვენი უფლებებია... აქედან გამომდინარე, ჩემი მთავარი მიზანი არის პაციენტების უფლებების დაცვა და მათი საჭიროებების ეფექტურად განხილვა.
პაციენტებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია და მონაწილეობდნენ საკუთარი მკურნალობის პროცესში. ჩვენი უფლებები მოიცავს არა მხოლოდ ხარისხიან მომსახურებას, არამედ უფლებას, ვიყოთ ჩართულები გადაწყვეტილებების მიღებაში.
ნანო ტაბეშაძე პაციენტთა საბჭოების არსზეც საუბრობს:
"პაციენტთა საბჭო არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს პაციენტებს, რომ ჩავერთოთ ჯანდაცვის სფეროს განვითარების პროცესში. ეს არის ადგილი, სადაც პაციენტთა გამოცდილება და საჭიროებები ჰოსპიტლის მომსახურებაში აისახება." https://pacienti.ge/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%ad%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98/
Comments
Post a Comment