"მაქსიმალურად ჩავერთვები პაციენტთა ინტერესების დაცვის საკითხებში!"- "პინეოს" პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე, ქეთევან ბოჭორიშვილი


საქართველოს ისტორიაში პირველად საავადმყოფოებში “პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოები” იქმნება.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტისა” (PHIG) და “აკრედიტაცია კანადის” თანამშრომლობით ჩამოყალიბდა “საქართველოს პაციენტთა საბჭოების სამდივნო”, რაც პაციენტთა აქტიური ჩართულობის სტრუქტურირებული, მდგრადი და კულტურულად სენსიტიური პლატფორმის შექმნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ინიციატივა მოიცავს 20 “პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოს” (PFAC) მხარდაჭერას, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში ფუნქციონირებენ.

რა არის პაციენტთა საბჭოების სამდივნო? 


პაციენტთა საბჭოების სამდივნო წარმოადგენს ცენტრალიზებულ ორგანოს, რომელიც მხარს უჭერს პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოების (PFAC) შექმნას, ფუნქციონირებას და ეფექტიანობას. ეს საბჭოები საშუალებას აძლევენ პაციენტებს და ოჯახებს, აქტიურად ითანამშრომლონ ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან და მენეჯმენტთან, პაციენტთა საჭიროებებისა და შეხედულებების გათვალისწინებით.

პინეოს პაციენტთა საბჭოს შეხვედრა
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პაციენტთა საბჭო შეიქმნა "პინეო სამედიცინო ეკოსისტემაშიც", რომლის თავმჯდომარეც ქეთევან ბოჭორიშვილი გახლავთ, რომელსაც pacienti.ge ესაუბრა:
ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ადამიანის სიცოცხლე დაცული უნდა იყოს უპირობოდ. ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელი ადამიანი ქმნის ინტელექტუალურად და ეკონომიურად ძლიერ სახელმწიფოს.
"სწორედ აქედან გამოდინარე, მივესალმები საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვან სიახლეს -  კლინიკებში შეიქმნას პაციენტთა საბჭოები, რომელიც დაეხმარება ადამიანებს, დაცული იყოს მათი ფუნდამენტური - სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება!"
ქალბატონი ქეთავენი კლინიკების აკრედიტაციის მნიშვნელობაზეც საუბრობს:
კლინიკები, რომლებიც მიიღებენ საერთაშორისო აკრედიტაციას, გადადიან განვითარების ახალ და უწყვეტ ეტაპზე,რომელიც შედეგად მოგვცემს პაციენტების ინტერესებზე მორგებულ უმაღლეს სტანდარტს!
მე, როგორც ყოფილი ონკოპაციენტი და არასამთავრობო ორგანიზაცია "ვიტაე-სიცოცხლისათვის" დამფუძნებელი,დიდი სიამოვნებით დავთანხმდი "პინეო სამედიცინო ეკოსისტემის" პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას და მაქსიმალურად ჩავერთვები კლინიკასა და პაციენტებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების,ნდობის ამაღლების და პაციენტთა ინტერესების დაცვის საკითხებში!" https://pacienti.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91/

Comments