"სასიამოვნოა, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში ისეთი ინოვაციები ინერგება, რაც განვითარებულ ქვეყნებშია გავრცელებული" - ინტერვიუ "ვივამედის" პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნათია ცენტერაძესთან


საქართველოს ისტორიაში პირველად საავადმყოფოებში “პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოები” იქმნება.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტისა” (PHIG) და “აკრედიტაცია კანადის” თანამშრომლობით ჩამოყალიბდა “საქართველოს პაციენტთა საბჭოების სამდივნო”, რაც პაციენტთა აქტიური ჩართულობის სტრუქტურირებული, მდგრადი და კულტურულად სენსიტიური პლატფორმის შექმნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ინიციატივა მოიცავს 20 “პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოს” (PFAC) მხარდაჭერას, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში ფუნქციონირებენ.

რა არის პაციენტთა საბჭოების სამდივნო? 


პაციენტთა საბჭოების სამდივნო წარმოადგენს ცენტრალიზებულ ორგანოს, რომელიც მხარს უჭერს პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოების (PFAC) შექმნას, ფუნქციონირებას და ეფექტიანობას. ეს საბჭოები საშუალებას აძლევენ პაციენტებს და ოჯახებს, აქტიურად ითანამშრომლონ ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან და მენეჯმენტთან, პაციენტთა საჭიროებებისა და შეხედულებების გათვალისწინებით.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პაციენტთა საბჭო შეიქმნა კლინიკა "ვივამედში", რომლის თავმჯდომარეც ნათია ცენტერაძე გახლავთ, რომელთან ინტერვიუსაც pacienti.ge გთავაზობთ:
მე ვარ "ვივამედის" პაციენტი -  მივესალმები ყველა სიახლეს და ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ. სასიამოვნოა, როდესაც ჩვენს პატარა ქვეყანაში ისეთი ინოვაციები ინერგება, რაც განვითარებულ ქვეყნებშია გავრცელებული.
ქალბატონი ნათია "პაციენტთა საბჭოს" გამოცდილებაზეც საუბრობს:
"როდესაც პაციენტთა საბჭოში გაწევრიანება შემომთავაზეს, დავინტერესდი ჩვენი ფუნქცია-მოვალეობებით. პროექტის არსში გავერკვიე და დავიწყეთ ერთობლივი საქმიანობა. დღეს ვხედავ, რომ პაციენტთა საბჭოს გვერდით მტკიცედ უდგას კლინიკის ხელმძღვანელობა. ისინი განიხილავენ ჩვენს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რაც ძალიან დასაფასებელია. უკვე ბევრი რამ შეიცვალა და ჩვენი წინადადებები რეალურად გათვალისწინებულია.
ასევე მადლობას ვუხდი "პაციენტთა საბჭოების სამდივნოს" მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთვებით და კლინიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შევასრულებთ." https://pacienti.ge/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%ad%e1%83%9d-2/

Comments