ბავშვთა დაცვის დღეს ბოტანიკური ბაღი პატარა სტუმრებს საგანგებო ღონისძიებით უმასპინძლებს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 1 ივნისს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართება. როგორც თბილისის მერია აცხადებს, ღონისძიება 12:00-დან 16:00 საათამდე გასტანს და სტუმრებს მრავალფეროვან გასართობ პროგრამას შესთავაზებს.

რა ელოდებათ ბავშვებსა და მშობლებს:

- ეკო-საგანმანათლებლო აქტივობები


- მცენარეების დარგვის მასტერკლასი


- ჯამბაზების შოუ


- ხატვის მასტერკლასი


- სხვა გასართობი სივრცეები ბაღის ტერიტორიაზე

განსაკუთრებით სასიამოვნო სიახლეა ის, რომ ბაღში შესვლა ყველა ვიზიტორისთვის უფასო იქნება.

ეროვნული ბოტანიკური ბაღი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც ოჯახებისთვის იდეალურ ადგილად ითვლება როგორც საგანმანათლებლო, ისე დასასვენებელი კუთხით.

 


#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია https://shenitbilisi.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%90/

Comments