რატომ ირჩევენ დიღომი 8-ს? — უბანი, რომელიც თბილისში ყველაზე სწრაფად ვითარდება
თბი­ლი­სის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბად ნა­წილ­ში, დიღომი 8 სწრა­ფად იქცა დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ და მოთხოვ­ნად სა­ცხოვ­რე­ბელ უბ­ნად. მისი პოპუ­ლა­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და, რაც შემ­თხვე­ვი­თო­ბა არ არის. აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში, მომ­ხმა­რებ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უძ­რა­ვი ქონე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეიც­ვა­ლა.

უბა­ნი მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მდება­რე­ობს. მისი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს უნი­კა­ლურ მიკ­როკ­ლი­მატს: სუფ­თა ჰა­ერ­სა და შე­და­რე­ბით და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რას, რაც ზა­ფხუ­ლის სეზონ­ზე თბი­ლის­ში ნამ­დვი­ლი ფუ­ფუ­ნე­ბაა.

დი­ღო­მი 8 სა­ცხოვ­რებ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლია ოჯა­ხე­ბის­თვის, რად­გან აქ ყვე­ლა სა­ჭი­რო ობი­ექ­ტი და სერ­ვი­სია ხელმი­საწ­ვდო­მი. უბან­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რამ­დე­ნი­მე კერ­ძო სკო­ლა, სა­ბავ­შვო ბაღები, ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს კლი­ნი­კე­ბი. ასე­ვე, სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თის სა­ვალ­ზეა თბი­ლი­სის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სავაჭრო ცენ­ტრი „თბი­ლი­სი მოლი“. უბ­ნის მდე­ბა­რე­ო­ბა, კლი­მა­ტი და სერ­ვი­სე­ბი ქმნის სრულ­ყო­ფილ გა­რე­მოს მათ­თვის, ვინც ეკოლო­გი­უ­რად სუფ­თა და კომ­ფორ­ტულ საცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს ეძებს ქა­ლაქ­ში.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რის ანა­ლი­ზი აჩ­ვე­ნებს, რომ დი­ღო­მი 8-ში ბი­ნე­ბის ფას­მა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლოდ 25–30%-ით მო­ი­მა­ტა. დღეს, ახალ აშე­ნე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექ­სებ­ში კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფასი 1500–2200 აშშ დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს, რაც კვლა­ვაც მიმ­ზიდ­ველ სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბად რჩე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ფონ­ზე, როცა მო­თხოვ­ნა ხა­რის­ხი­ან, მწვა­ნე გა­რე­მო­ში არ­სე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ­ზე სულ უფრო იზ­რდე­ბა.

დი­ღო­მი 8 თბი­ლი­სის იმ იშ­ვი­ათ უბ­ნებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე უა­რის თქმის გა­რე­შე იგ­რძნო თავი ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში. სწო­რედ ამ მრა­ვალ­მხრი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის გამო, უბა­ნი თა­ნაბ­რად იზი­დავს რო­გორც მა­ცხოვ­რებ­ლებს, ისე გრძელ­ვა­დი­ან ინ­ვეს­ტო­რებს.

წყარო

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია https://shenitbilisi.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98-8-%e1%83%a1-%e1%83%a3/

Comments