

წელს თბილისში საზაფხულო ბაღების პროგრამა კვლავ ამოქმედდება. 55 საბავშვო ბაღი მთელი ზაფხულის განმავლობაში დაახლოებით 20,000 აღსაზრდელს მოემსახურება.
რეგისტრაცია დაიწყება 9 ივნისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება მთელი თვის განმავლობაში— რეგისტრაციის პროცესი წარიმართება მხოლოდ ელექტრონულად, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე: www.kids.org.ge
საზაფხულო ბაღებში ჩარიცხვა შეეძლებათ:
- თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ბავშვებს
- მათ შორის ბაღის დამამთავრებელ ბავშვებს, რომლებიც სექტემბერში სკოლაში გადადიან
ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, რათა სხვადასხვა უბანში მცხოვრებ ოჯახებს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
პროექტს თბილისის მერია აფინანსებს და მისთვის დაახლოებით 5 მილიონი ლარია გამოყოფილი 2025 წლის ბიუჯეტიდან.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-55-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98/
Comments
Post a Comment