

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა. მოქალაქეები 2005 წელს დაბადებული კ.ბ. და 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს.
აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა კ.ბ. -ს პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
ასევე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონია“ ამოღებული მ.გ. - ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგად.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე ტერცია და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია https://shenitbilisi.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%9d/
Comments
Post a Comment