მეცნიერებმა კოშმარები სწრაფ დაბერებას და ნაადრევი სიკვდილის რისკებს დაუკავშირეს
ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და ბრიტანეთის დემენციის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რეგულარული ღამის კოშმარები დაკავშირებულია ნაადრევი სიკვდილის უფრო მაღალ რისკისთან, ვიდრე მოწევა, სიმსუქნე, უმოძრაო ცხოვრების წესი ან არაჯანსაღი დიეტა. კვლევის შედეგები ევროპის ნევროლოგიის აკადემიის კონგრესზე წარადგინეს.


სპეციალისტებმა 19 წლის განმავლობაში შეგროვებული 183 ათასზე მეტი ზრდასრული ადამიანის და 2 400 ბავშვის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ კოშმარები აუარესებს ძილის ხარისხს და ხელს უშლის უჯრედების აღდგენას, რაც ორგანიზმის დაბერებას აჩქარებს. იმ ადამიანებს, რომლებსაც თვეში მინიმუმ ერთხელ მაინც აქვთ კოშმარები, აღენიშნებოდათ ნაადრევი დაბერება - ასაკისგან, სქესისგან, ფსიქიკური მდგომარეობისგან ან ეთნიკური წარმომავლობისგან დამოუკიდებლად.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ტვინი კოშმარებზე რეაგირებს ისე, როგორც რეალურ მოვლენებზე. ეს იწვევს კორტიზოლის გამოყოფას - ჰორმონის, რომელიც უჯრედების დაბერებას აჩქარებს. ნაადრევი სიკვდილის რისკის 40%-მდე სწორედ ამ მექანიზმით არის გამოწვეული. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ კოშმარები გავრცელებული, მაგრამ გამოსწორებადი პრობლემაა. მათ თავიდან ასარიდებლად რეკომენდებულია ძილის რეჟიმის დაცვა, სტრესის შემცირება, შფოთვითი აშლილობების მკურნალობა.

ეს არის პირველი კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ კოშმარები შეიძლება მიუთითებდეს დაჩქარებულ დაბერებასა და სიკვდილის რისკზე, თუნდაც სხვა ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!


მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.


iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706


Android: https://play.google.com/store/apps/details…


Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


#შენიექიმი #sheniekimi #


გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze https://sheniekimi.ge/2025/06/25/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%ac/

Comments