რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ზღვაზე წაყვანა და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა
 თსსუ პროფესორი, პედიატრი მაია ხერხეულიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ზღვაზე წაყვანა და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა:


 იმისთვის, რომ ზღვაზე ბავშვმაც დაისვენოს, ჩავიდეს წყალში, მიიღოს წყლის აბაზანები, მზის აბაზანები, როგორც წესი, რეკომენდაციას 2-3 წლიდან ვუწევთ. ჩვილებთან რეკომენდაციას არ ვაძლევთ. ზღვა თავის თავს "ასუფთავებს", ეს დიდი და მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ დაბინძურებაც გასათვალისწინებელია. ჩვილის კანი ძალიან ნაზია და ადვილად ზიანდება. ინფექციაც შეიძლება, ძალიან ადვილად დაემართოს. ასევე, დამწვრობაც მარტივად ვითარდება. თუმცა, ზღვის კურორტზე შეიძლება, ჩვილთან ერთადაც წახვიდეთ, თუ ბავშვს ზღვაში არ შეიყვანთ, დილით ადრე, 7 საათზე სანაპიროზე გაასეირნებთ, ჰაერი მისთვის მშვენიერია. ჩვენს ზღვის კურორტებზე ბევრგან ფიჭვნარია და ფიჭვებში, სუფთა ჰაერზე შეიძლება, იყოს. თუმცა, ყოველთვის ვამბობთ, რომ ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მთის კურორტია. ძალიან კარგია, თუ ამ მიმართულებითაც ვიფიქრებთ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!


მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


#შენიექიმი #sheniekimi #


გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze https://sheniekimi.ge/2025/07/29/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c/

Comments