

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ონუფრის (ორესტ ბერეზოვსკის). ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სამსახურის ცნობით, ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ბერეზოვსკიმ 2002 წელს ნებაყოფლობით მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რის შესახებაც არ აცნობა უკრაინის შესაბამის ორგანოებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბერეზოვსკის აქვს კავშირი მოსკოვის საპატრიაქროსთან და გამიზნულად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიღებას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ფართომასშტაბური ინტერვენციის მიუხედავად, ბერეზოვსკი ფაქტობრივად განაგრძობს რუსეთის ეკლესიის და მისი ხელმძღვანელობის პოლიტიკის მხარდაჭერას. უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის პატრიარქმა „დალოცა რუსეთის ჯარების შეიარაღებული აგრესია და ატარებს უკრაინელი ხალხის გენოციდისკენ წაქეზებისა და გამართლების პროპაგანდისტულ პოლიტიკას“.
გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში:
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Android: https://play.google.com/store/apps/details…
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%96%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%98%e1%83%9b-%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a/
Comments
Post a Comment