

მოთხოვნები ხორცისადმი ევროკავშირში
განსაკუთრებული მოთხოვნებია დადგენილი ხორცისა და თევზის რამდენიმე პროდუქტისადმი. ესენია: ხორცის ფარში და ხორცის და თევზის ისეთი ნახვარფაბრიკატები, რომელთაც ერთიანი ნაჭრის/ფილეს შესახედაობა აქვს.
კერძოდ, მკაცრად დადგენილია, თუ რისგან შეიძლება დამზადდეს პროდუქტი, რომელიც იყიდება გატარებული ხორცის/ხორცის ფარშის (minced meat) დასახელებით. ამ პროდუქტის დასამზადებლად გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ჩონჩხის კუნთები და მიმდებარე ცხიმი. იკრძალება თავ-ფეხის (გარდა საღეჭი კუნთებისა), ტყავის, შიგნეულის და ძვლების ჩამონაფხეკის, აგრეთვე ე.წ. „მექანიკურად გამოცალკევებული ხორცის“ გამოყენება. დაიშვება სუფრის მარილის დამატება 1%-ზე ნაკლები ოდენობით. იზღუდება ცხიმის და შემაერთებელი ქსოვილის შემცველობაც. ისინი აუცილებლად უნდა მიეთითოს პროდუქტზე და არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
პროდუქტის დასახელება
ცხიმი
შემაერთებელი ქსოვილი შემაერთებელი ქსოვილის წილი ხორცში განისაზღვრება, როგორც კოლაგენის წილი ხორცის სხვა ცილებში. თავის მხრივ კოლაგენის რაოდენობა განისაზღვრება ამინომჟავა ჰიდროქსიპროლინის რაოდენობის გამრავლებით კოეფიციენტ 8-ზე. იხ. VI დანართის ნაწილი B.
ხორცის ფარში მჭლე
(lean minced meat)
7%
12%
საქონლის ხორცის ფარში
(minced pure beef)
20%
15%
ხორცის ფარში ღორის ხორცით
(minced meat containing pigmeat)
30%
18%
ხორცის ფარში
(minced meat of other species)
25%
15%
გარდა ამისა, ფარშზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, თუ კერძოდ რომელი ცხოველის/ფრინველის ხორცია გამოყენებული მის დასამზადებლად და რა რაოდენობით. კითხვის გაგრძელება... https://sheniekimi.ge/2025/07/26/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%95/
Comments
Post a Comment