„ყოველ ჯერზე სათანადო რეაგირება მოჰყვა - კერძო დაწესებულებების ცალკეულ მომხმარებლებს შორის საკმაოდ ხშირი იყო ნარკოტიკის გარეთ გამოტანის მცდელობები“-მიხეილ სარჯველაძე
კერძო დაწესებულებების ცალკეულ მომხმარებლებს შორის საკმაოდ ხშირი იყო ნარკოტიკის გარეთ გამოტანის მცდელობები, რასაც, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე სათანადო რეაგირება მოჰყვა, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.


მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ბენეფიციარებს, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ მკურნალობის შესაძლებლობა და სახელმწიფო მსგავს მანკიერ პრაქტიკას არ დაუშვებს.

„ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ყველას ვთხოვ, გაითვალისწინონ, რომ აქ მომსახურება გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ მკურნალობას. ასევე, აღარ ვისაუბრებ ცალკეულ ნაკლოვანებებზე, რომელიც გამოვლინდა ამ პროცესში. მაგალითად, არარეგულარული ინციდენტური მომხმარებლების არსებობა - ანუ პროგრამაში ჩართული იყო ისიც, ვისაც კი არ სჭირდება, არამედ შესაძლოა, ხანდახან, სურვილი ჰქონდეს ნარკოტიკის მოხმარების“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!


მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

#შენიექიმი #sheniekimi #


გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze https://sheniekimi.ge/2025/08/28/%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%af%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d-%e1%83%a0%e1%83%94/

Comments