რა არის ბრონქოექტაზია?
რა არის ბრონქოექტაზია?

ბრონქოექტაზია - ეს არის ფილტვის სასუნთქი გზების შეუქცევადი გაფართოება, რომელიც შეიძლება იყოს ლოკალური ან გავრცელებული. ეს მდგომარეობა იწვევს ლორწოს ჭარბ დაგროვებას, რაც ფილტვებს უფრო მგრძნობიარეს ხდის ინფექციების მიმართ.

ლორწოს დაგროვება ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდას და ხშირ, ქრონიკულ ინფექციებს.

ბრონქოექტაზი ხშირად ვლინდება მორეციდივე ფილტვის ინფექციებით, რომელიც მოიცავს ქრონიკულ ყოველდღიურ პროდუქტიულ ხველა ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით.


გულმკერდის მაღალი გარჩევადობის კომპიუტერული ტომოგრაფია დამადასტურებელი ტესტია.


დიაგნოსტკური ტესტები ძირითადად გამოიყენება განმაპირობებელი ეტიოლოგიის იდენტიფიკაციისთვის, რადგან მკურნალობა იქნება წარმატებული მხოლოდ მაშინ, თუ იგი მიმართულია როგორც საკუთრივ ბრონქოექტაზის, ასევე მისი განმაპირობებელი ნებისმიერი პათოლოგიური პროცესის წინააღმდეგ.


აუცილებელია ნახველის სინჯების აღება როგორც პაციენტის სტაბილურ მდგომარეობაში, ისე დაავადების გამწვავებების დროს. ანტიბიოტიკები გამოიყენება სამ სიტუაციაში : გამწვავებების სამკურნალოდ, Pseudomonas aeruginosa-ს პირველი ან ახალი იზოლაციის აღმოსაფხვრელად და გრძელვადიანი ანტიბიოტიკოთერაპია ქრონიკული ბაქტერიული ინფექციის ჩასახშობად. სადაც შესაძლებელია, ანტიბიოტიკების არჩევანი უნდა ეფუძნებოდეს კულტურას და მგრძნობელობას ნახველის ნიმუშებიდან.


წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელია სასუნთქი გზების ყოველდღიური სანაცია.


ფიზიკური დატვირთვის სავარჯიშოებს ხშირად სთავაზობენ პაციენტს ფილტვების რეაბილიტაციის პროგრამის ნაწილად, პაციენტის განათლებასთან და თვითმართვის ტრენინგთან კომბინაციაში, რაც სრულდება ამბულატორიულად ან დისტანციურად ტელერეაბილიტაციის გზით. თვითმართვის გეგმები მიზნად ისახავს გაზარდოს პაციენტების ნდობა საკუთარი მდგომარეობის მართვაში.


გართულებები: ინფექცია და ანთებითი პროცესი შეიძლება გავრცელდეს მცირე ზომის ბუშტუკებში (ალვეოლებში), რაც იწვევს პნევმონიის განვითარებას, დანაწიბურებას და ფილტვის ქსოვილის ფუნქციის დაკარგვას. ფილტვის ქსოვილის დაზიანება და ნაწიბურების ჩამოყალიბება საბოლოო ჯამში ახდენს გულის მარჯვენა ნახევრის გადაძაბვას, რადგანაც გული დატვირთვით ცდილობს გადმოტუმბოს სისხლი დაზიანებული ქსოვილიდან. გულის მარჯვენამხრივ გადაძაბვას მივყავართ გულის უკმარისობის ისეთი ფორმამდე, რომელსაც ჰქვია ფილტვისმიერი გული.

ბრონქოექტაზიის მძიმე ფორმებმა, რომლებიც ძირითადად გვხვდება განუვითარებელ ქვეყნებსა და პაციენტებში პროგრესირებადი ცისტური ფიბროზით (მუკოვისციდოზი), შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაუარესება, რასაც მივყავართ სისხლში ჟანგბადის დონის შემცირებასთან და ნახშირორჟანგის დონის მომატებასთან. ამ მდგომარეობას ეწოდება სუნთქვის უკმარისობა.


გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!


მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

#შენიექიმი #sheniekimi #


გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze https://sheniekimi.ge/2025/09/15/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98%e1%83%90/

Comments