

26 ნოემბერს გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე „ISO 15189:2022 — ლაბორატორიის ხარისხის მართვის საფუძვლები“, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კლინიკისა და ლაბორატორიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა წარმატებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 50-მდე მონაწილემ.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ლაბორატორიული პროცესების ხარისხის მართვის გაძლიერებას, ISO 15189:2022 სტანდარტის სწორად გაგებასა და მისი პრაქტიკული დანერგვის მხარდაჭერას. მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა ხარისხის სისტემების მართვის, რისკებზე დაფუძნებული აზროვნებისა და თანამედროვე კონტროლის მეთოდების შესახებ.
ტრენინგის ძირითადი თემები
- ISO 15189:2022-ის მოთხოვნების სწორი ამოკითხვა
- Pre-analytical, Analytical და Post-analytical რისკების მართვა
- QMS–ის ძირითადი პრინციპები და მათი პრაქტიკული დანერგვა
- რისკებზე დაფუძნებული აზროვნება (RBT) და PDCA ციკლი
- IQC/EQA — ხარისხის კონტროლის თანამედროვე მიდგომები
- ISO აუდიტებზე გავრცელებული შეცდომები საქართველოში
- რეალური შემთხვევები ადგილობრივ ლაბორატორიებში
ტრენერი
ტრენინგს უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი მალხაზ ბაბუაშვილი, ლაბორატორიული ხარისხისა და უსაფრთხოების განვითარების ექსპერტი და Accreditation Canada Diagnostics-ის საქართველოს გუნდის კოორდინატორი.
მისი მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითები განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა მონაწილეთათვის.
სერტიფიკატები და შედეგები
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცა Accreditation Canada-ის ოფიციალური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მათი პროფესიული უნარების გაღრმავებას ISO 15189:2022 სტანდარტის მიმართულებით.
https://sheniekimi.ge/2025/11/27/iso-151892022-%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a9%e1%83%90/
Comments
Post a Comment